See also ebooksgratis.com: no banners, no cookies, totally FREE.

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
მოლდოვა - ვიკიპედია

მოლდოვა

ვიკიპედიიდან

მოლდოვა
Flag of Moldova
მოლდოვის გერბი
მოლდოვის დროშა მოლდოვის გერბი
დევიზი: (არ აქვს)
Location of Moldova
სახელმწიფო ენა მოლდავური ( რუმინული)
დედაქალაქი კიშინიოვი
პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი
პრემიერ-მინისტრი ვასილე ტარლევი
ფართობი
 - ხმელეთი
 - % წყალი
სიდიდით 135-ე
33,843 კვ.კმ
1,4%
მოსახლეობა
- რაოდენობა
- სიმჭიდროვე
სიდიდით 116-ე
4,431,600
131/km²
დამოუკიდებლობა
 - თარიღი
სსრკ-დან
27 აგვისტო 1991
ვალუტა ლეუ
დროის ზონა დზკ +2 (ზდ +3)
სახელმწიფო ჰიმნი ჩვენი ენა
ინტერნეტის დომენი .md
სატელეფონო კოდი 373

სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: მოლდოვის რესპუბლიკა, ეროვნული – Moldova; Republica Moldova.
  • ეტიმოლოგია: მოლდოვა ჰქვია მეზობელი რუმინეთის ერთ-ერთ უდიდეს რეგიონს, რომელმაც სავარაუდოდ სახელი მდინარისაგან მიიღო. არსებობს მოსაზრება, რომ მდინარის ეს სახელწოდება აიხსნება მადნის (გერმანულად Molde) იმ შენარევებით, რომელიც მას თან მოაქვს.

[რედაქტირება] გეოგრაფია

ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება უკრაინას, დასავლეთით - რუმინეთს. ფართობი შეადგენს 33.700 კვ.კმ-ს. რუმინეთთან მისი საზღვარი გადის მდინარეებზე პრუტსა და დუნაიზე. ქვეყანის უმაღლესი მწვერვალია დეალულ ბელენეშტი - 430 მ.

[რედაქტირება] სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი (2001).
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (101 წევრი).

[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა

მოლდოვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 9 ოლქი (judetul), 1 ავტონომიური ტერიტორიული ერთეული (unitate teritoriala autonoma - გაგაუზია) და 1 ტერიტორიული ერთეული (unitate teritoriala - დნესტრისპირეთი).

[რედაქტირება] დემოგრაფია

  • მოსახლეობა - 4.439.000 (2003), მათ შორის 64% მოლდაველი, 14% უკრაინელი, 13% რუსი.
  • სახელმწიფო ენა - მოლდავური (რუმინული). სხვა ენები - რუსული, უკრაინული, გაგაუზური.
  • რელიგია - მართლმადიდებლობა.
  • დედაქალაქი - კიშინიოვი (772 ათასი). დიდი ქალაქები - ტირასპოლი (210), ბელცი (175 ათასი), ტიგინა (145).

[რედაქტირება] ეკონომიკა

მოლდოვაში ხელსაყრელი კლიმატური პირობებია, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებას იძლევა, ამიტომ ქვეყნის ექსპორტში ჭარბობს კვების პროდუქტები, ღვინო, ტექსტილი, თამბაქო. აქვს მცირე მოცულობის მინერალური რესურსები - ფოსფორიტი, თაბაშირი, კირქვა. ენერგომატარებლებს (გაზი, ნავთობი, ქვანახშირი) ძირითადად რუსეთიდან იღებს. ეროვნული ვალუტაა მოლდოვური ლეი (MDL).

[რედაქტირება] უახლესი ისტორია

1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც მოჰყვა სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. იმავე წელს დნესტრისპირეთის სლავურმა მოსახლეობამ გამოაცხადა დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, რომელთა სტატუსზე დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 1994 წელს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი გაგაუზიის ტერიტორიული ავტონომიის შესახებ.

[რედაქტირება] კულტურა

თანამედროვე მოლდოვის კულტურულ ტრადიციებში ძალიან მნიშვნელოვანია კლასიკური რუმინული კულტურის ზეგავლენა, რაც აიხსნება მოსახლეობის უმრავლესობის რუმინული წარმოშობით.


aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -