See also ebooksgratis.com: no banners, no cookies, totally FREE.

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ანდორა - ვიკიპედია

ანდორა

ვიკიპედიიდან

ანდორა
ანდორის სამთავრო
Principat d'Andorra



ანდორის დროშა



ანდორის გერბი

ფართობი: 468 კმ²
მოსახლეობა: 69 000 (2005)
დედაქალაქი: ანდორა ლა ველა
სახელმწიფო ენა: კატალანური
მთავრობის თავმჯდომარე: ალბერ პინტა
სახელმწიფო ჰიმნი: ”El Gran Carlemany, Mon pare”
ვალუტა: ევრო
დროის ზონა: UTC + 2
ინტერნეტის დომენი: AD
სატელეფონო კოდი: 376

ანდორის მდებარეობა

სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

ოფიციალური - ანდორის სამთავრო. ეროვნული – Andorra, Principat d'Andorra (კატალონიურად); Andorra, Principado de Andorra (ესპანურად); Andorre, Principaute d'Andorre (ფრანგულად). ოფიციალური ვერსიით, სახელი მიღებულია ორი იბერიული სიტყვის შერწყმით: ando - „ზემო“ და ore - „რკინა“. მართლაც, ქვეყანა მდიდარია რკინის მადნით. მეორე ვერსია მას კელტური სიტყვებით ხსნის: an - „ქროლა“ და dor - „კარი“. ეს განმარტებაც სინამდვილეს შეეფერება.

ანდორა
ანდორა

[რედაქტირება] გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს პირენეის მთებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ფართობი - 450 კვ.კმ.

[რედაქტირება] სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია - საპარლამენტო სამთავრო, ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. სახელმწიფოს მეთაური - ჟოან ენრიკ ვივეს სისილია (Joan Enric Vives SICILIA, ურხელის ეპისკოპოსი) და ჟაკ შირაკი (Jacques CHIRAC, საფრანგეთის პრეზიდენტი). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი გენერალური საბჭო (Consell General de las Valls, 28 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 7 რაიონი (parroquia).

[რედაქტირება] დემოგრაფია

მოსახლეობა - 71.8 ათასი (2003), მათ შორის ესპანელები - 43%, ანდორელები - 33%, ფრანგები - 7%. სახელმწიფო ენა - კატალანური. გავრცელებული ენები - ესპანური და ფრანგული. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ანდორა ლა ველა (16 ათასი).

[რედაქტირება] ეკონომიკა

თამბაქოს ექსპორტი და ტურისტული ინდუსტრია. რესურსები - ჰიდროენერგია, მინერალური წყალი, საშენი ხე-ტყე, რკინის მადანი, ტყვია. ვალუტა - ევრო (EUR).

[რედაქტირება] ისტორია

დამოუკიდებელი სამთავროა 1278 წლიდან. 1976 წელს - შეიქმნა პირველი პოლიტიკური პარტია, პირველი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა 1981 წელს. 1993 წელს რეფერენდუმით მიღებულ იქნა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია.

[რედაქტირება] მემკვიდრეობა

II ს-ის ორი მოქმედი რომაული თაღოვანი ხიდი, არაბული ციხის ნანგრევები (VIII ს.), გრაფ დე ფუას ციხე-კოშკი (XII ს.), მთავრობის რეზიდენცია - «ველების სახლი».

[რედაქტირება] ცნობილი ანდორელები

ბორის დე სკოსირევი (რუსი ემიგრანტი, 1934 წელს თავი გამოაცხადა ანდორის მეფედ), რენე ბალარი (საპატიო მოქალაქე, ანდორაში აღადგინა წესრიგი 1933 წელს), ფილიპ ვოლფი (მელიევალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი).

სხვა ენებზე


aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -