უნგრეთი
ვიკიპედიიდან
უნგრეთი |
|
უნგრეთის დროშა | უნგრეთის გერბი |
ფართობი: 93 030 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: უნგრეთის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Magyarország; Magyar Köztársaság.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ავსტრია, სლოვაკეთი, უკრაინა, რუმინეთი, სერბია და მონტენეგრო, ხორვატია, სლოვენია.
- ფართობი - 93.030 კვ.კმ.
- ბუნება: უდიდესი ტბა - ბალატონი, უდიდესი მდინარეები - დუნაი და ტისა. გეოგრაფიული რაიონები - ალპების მთიანეთი, დიდი ალფელდის დაბლობი. უმაღლესი მწვერვალი - კეკეში (1,015 მ).
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ლასლო შოლიომი.
- საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - სახელმწიფო კრება (386 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 19 ოლქი, 20 საქალაქო ტერიტორია და 1 დედაქალაქი, დედაქალაქს განსაკუთრებული სტატუსი აქვს.
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 10.045.000 (2003), მათ შორის 90% უნგრელები, 4% ბოშები , 2,6% გერმანელები, 2% სერბები.
- სახელმწიფო ენა : უნგრული.
- რელიგია: კათოლიციზმი - 70%, პროტესტანტიზმი - 25%.
- დედაქალაქი - ბუდაპეშტი (1,769 ათასი).
- ქალაქები - დებრეცენი (210), მიშკოლცი (183), სეგედი (173), პეჩი (164).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები - ბოქსიტები, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
- ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 46 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 5.280 $.
- ექსპორტი - სოფლის მეურნეობის და მანქანათმშენებლობის პროდუქცია.
- ვალუტა - ფორინტი (HUF).
[რედაქტირება] ისტორია
მონარქიის დამხობის შემდეგ 1918 წელს გამოცხადდა რესპუბლიკა. 1949 წლიდან უნგრეთი სოციალისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკაა. 1956 წელს სსრ კავშირმა შეიყვანა ჯარი სახალხო მღელვარების ჩასაქრობად. 1989-1990 წლებში სახელმწიფო კურსის მშვიდობიანი შეცვლა მოხდა. უნგრეთი აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. ეს მოხდა ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის პერიოდში, როდესაც განხორციელდა ეკონომიკის შეზღუდული დეცენტრალიზაცია. 1999 წელს ნატოში შევიდა, 2004 წელს კი - ევროკავშირის წევრი გახდა. თანამედროვე უნგრეთისთვის სერიოზულად დგას ეკოლოგიის და ბოშათა უმცირესობის საკითხი, აგრეთვე მოსაზღვრე ქვეყნებში (რუმინეთი, სლოვაკეთი) მცხოვრები ეთნიკური უნგრელების პრობლემა.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობები
- ბუდაპეშტი - დუნაის სანაპირო და ციხის კვარტალი, პარლამენტის შენობა (XIX ს.), ეროვნული მუზეუმი;
- ეკლესიები იაკში (XIII ს.) და ნიირბატორში (XV ს.).
- ესტერჰაზის სასახლე ფერშედში (XVIII ს.).
- ტაძრები ტატში (XVIII в.) და პეჩში (XI ს.).
- ტრადიციული სოფელი ჰოლოკო.
- სენტენდრე.
- ბალატონის ტბა.