ესპანელები
ვიკიპედიიდან
ესპანელები - ხალხი, ესპანეთის ძირითადი მოსახლენი (27,6 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე საფრანგეთში 500 ათ., არგენტინაში 400 ათ., აშშ-ში 200 ათ., ბრაზილიაში 200 ათ.. ანთროპოლოგიურად მიეკუთვნებიან ევროპეიდული რასის ინდო-მედიტერანეულ შტოს. ესპანელი ეთნოსი ჩამოყალიბდა იბერების ტომებისაგან, რომელთაც შეერია მოსული კელტური და გერმანული ტომები.
- სახელები: თვითწოდება - Espanoles; ფრანგულად - Espagnols; რუსულად - Испанцы.
- საერთო რაოდენობა: 29,0 მლნ.
- ენა: ესპანური.
- მორწმუნეები: ძირითადად კათოლიკები.