ბელარუსი
ვიკიპედიიდან
|
|||||
დევიზი: (არ აქვს) |
|||||
სახელმწიფო ენა | ბელორუსული, რუსული | ||||
დედაქალაქი | მინსკი | ||||
პრეზიდენტი | ალექსანდრ ლუკაშენკო | ||||
პრემიერ-მინისტრი | სერგეი სიდორსკი | ||||
ფართობი - ხმელეთი - % ზღვა |
სიდიდით 84-ე 207,600 კვ.კმ -- |
||||
მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე |
სიდიდით 75-ე 11,196,100 50/km² |
||||
დამოუკიდებლობა - თარიღი |
სსრკ-დან 25 აგვისტო 1991 |
||||
ვალუტა | რუბლი (BYR) | ||||
დროის ზონა | დზკ +2 (ზდ +3) | ||||
სახელმწიფო ჰიმნი | ჩვენ, ბელორუსები | ||||
ინტერნეტის დომენი | .by | ||||
სატელეფონო კოდი | 375 |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ბელარუსის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Беларусь, Республика Беларусь. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ბელორუსია (Белоруссия) ერქვა, შემდეგ კი ბელარუსი უწოდეს.
- ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელი „თეთრ რუსეთს“ ნიშნავს. ბელორუსები ახალ ტერმინს Ruthenia ძირიდან წარმოებულად მიიჩნევენ. თუმცა ორივე ტერმინი Ruthenia და Russia მიღებულია ვიკინგური ძირისაგან Rus.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა ცენტრალური ევროპის აღმოსავლეთში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი - აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, ლიტვა და ლატვია - ჩრდილო-დასავლეთით, პოლონეთი - დასავლეთით, უკრაინა - სამხრეთით. ფართობი შეადგენს 207.600 კვ.კმ-ს, საიდანაც 25% ტყეებზე მოდის. მთავარი მდინარეებია: ნემანი, პრიპიატი, დნეპრი. ბუნებრივი რესურსები - ტყეები, ტორფი, ნავთობის და ბუნებრივი აირის მცირე მარაგები, გრანიტი, დოლომიტური კირქვა, ცარცი, სილა, ხრეში, თიხა.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო (1994).
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ეროვნული კრება. ზედა პალატა - რესპუბლიკის საბჭო 64 წევრისგან არის დაკომპლექტებული, ქვედა პალატა - წარმომადგენელტა პალატა - 110 წევრისგან.
[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა
ბელარუსი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 6 ოლქად (voblast - ბრესტის, გომელის, გროდნოს, ვიტებსკის, მინსკის და მოგილიოვის) და 1 მუნიციპალიტეტი (horad - ქალაქი მინსკი).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 10.322 ათასი (2003), მათ შორის ბელორუსი 81%, რუსი 11%, პოლონელი, უკრაინელი და სხვა 7%.
- სახელმწიფო ენები - ბელორუსული და რუსული.
- რელიგია - ქრისტიანობა, 70% - მართლმადიდებლები, 20% - კათოლიკები.
- დედაქალაქი - მინსკი (1.769 ათასი), დიდი ქალაქები - გომელი (502 ათასი), ვიტებსკი (350), მოგილიოვი (359), გროდნო (270), ბრესტი (258).
[რედაქტირება] ეკონომიკა
1995 წლიდან პრეზიდენტ ლუკაშენკოს ხელმძღვანელობით ქვეყანა დაადგა ”საბაზრო სოციალიზმის” მშენებლობის გზას, რაც საშუალებას იძლევა ფასების პოლიტიკასა და კერძო სექტორზე სახელმწიფო კონტროლისა. ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა - მანქანათმშენებლობის ნაწარმი, სასუქები, ტორფი, ელექტროსაქონელი. ეროვნული ვალუტაა ბელარუსის რუბლი (BYR).
[რედაქტირება] უახლესი ისტორია
1918-19 წლებში მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსეთისაგან, 1941-44 წლებში ოკუპირებული იყო ფაშისტური გერმანიის მიერ. 1945 წელს გახდა გაეროს წევრი. 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა სსრ კავშირისაგან. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა - შეიქმნა მინსკში. 1999 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთ-ბელარუსის კავშირის შექმნის შესახებ.
[რედაქტირება] კულტურა
- კულტურული მემკვიდრეობა: ბელოვეჟის ტევრი, მირის ციხე-კოშკი (XVI ს.), ტაძარი პოლოცკში (XI ს.), რაძივილების ციხე-კოშკი ნესვიჟში (XVII ს.), იეზუიტების ტაძარი გროდნოში (XVII ს).
აზერბაიჯანი · ბელარუსი · თურქმენეთი · მოლდოვა · საქართველო · რუსეთი · სომხეთი · ტაჯიკეთი · უზბეკეთი · უკრაინა · ყაზახეთი · ყირგიზეთი
ავსტრია · აზერბაიჯანი1 · ალბანეთი · ანდორა · ბელარუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია3 · დიდი ბრიტანეთი3 ესპანეთი3 · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი1 · ირლანდია · ისლანდია · იტალია · კვიპროსი2 · ლატვია · ლიტვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მაკედონია · მალტა · მოლდოვა · მონაკო · ნიდერლანდი3 · ნორვეგია3 · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი1 · საბერძნეთი · სან-მარინო · საფრანგეთი3 · საქართველო1 · სერბეთი · მონტენეგრო · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი2 · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · ყაზახეთი1 · შვეიცარია · შვედეთი · ჩეხეთი · ხორვატია ·
1 ტერიტორიის დიდი ნაწილი აზიაშია.
2 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-სოციალური კავშირები აქვს ევროპასთან.
3 აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ.