კლარჯეთი
ვიკიპედიიდან
კლარჯეთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მოიცავს ჭოროხის ქვემო დინების აუზს არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე.
სახელწოდება მომდინარეობს დაბა კლარჯეთიდან. მასში შედიოდა მურღულის, ეგრის, არტანუჯის და სხვა ხევები (საკუთრივ კლარჯეთიც თავდაპირველად ხევი იყო). კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V ს-ში იყო არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა (V ს.) აქ ფართო კულტურუ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დაარსა ახალი საეპისკოპოსო (ცენტრი ახიზაში). კლარჯეთი ამავე დროს გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. XVI საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაოწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. XI-XIII საუკუნეებში კლაეჯეთში ფართოდ გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იგი განთქმული იყო ეკლესია-მონასტრებით, რომელიც კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს უწოდებდნენ. XVI საუკუნეში კლარჯეთი საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთა ერთად ოსმალეთმა მიიტაცა.1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია.