ქართველები
ვიკიპედიიდან
ქართველები - ერი, ეთნიკური ჯგუფი (ეთნოსი), კავკასიის აბორიგენი (ავტოქთონი) მოსახლეობა. ეკუთვნიან იბერიულ-კავკასიური მოდგმის (რასსის)ხალხთა ჯგუფს. საერთო რაოდენობა: 7,200,000-ზე მეტი. შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 83,8%-ს (დაახლ. 4,000,000). გარდა ამისა, დაახლ. 1 მლნ. ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, დაახლ. 1,5 მლნ. თურქეთში (ისტორიული ქართული ტერიტორიები: ტაო-კლარჯეთი, არტაანი (დღევანდელი არდაგანი) და ლაზეთი (ლაზისტანი)), დაახლ. 300 ათ. ირანში (ფერეიდუნ შაჰრი, ნეჯაფ აბადი, რაჰშათ აბადი, ორჯი მაჰალე, თავრიზი, თეირანი, შირაზი. აქ ქართველები გადაასახლეს XVII-XVIII საუკუნეებში), დაახლ. 150 ათ. ავღანეთში (აქ ქართველები ჩაასახლეს ასევე XVII-XVIII საუკუნეებში), 50 ათასზე მეტი აზერბაიჯანში (ისტორიული ქართული ოლქი საინგილო, დღევანდელი კახის, ზაქათალას და ბელაქნის რაიონები), დაახლ. 50 ათ. უკრაინაში, 200 ათასამდე აშშ-ში და ევროპის სხვა ქვეყნებში (ძირითადად გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში და ბელგიაში).
- ეთნოგრაფიული ჯგუფები:
- აჭარლები, გურულები, იმერლები, მეგრელები, სვანები, ლეჩხუმელები, რაჭველები, ქართლელები, მთიულები, გუდამაყრელები, მოხევეები, ფშავლები, ხევსურები, თუშები, კახელები, ინგილოები, ფერეიდნელები, ლაზები (ჭანები), იმერხეველები, მესხები.
- ენა: ქართული.
- დამწერლობა: ქართული.
- აღმსარებლობა: ძირითადად (90%) მართლმადიდებლები, აგრეთვე კათოლიკეები და მუსლიმანები.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |