სატურნ V (Saturn V) — აშშ-ის მრავალსაფეხურიანი თხევადსაწვავიანი რაკეტა-მატარებელი, რომელიც "აპოლოსა" და "სკაილების" კოსმოსური პროგრამისათვის გამოიყენებოდა 1967-1973 წლებში. შეიქმნა ვერნერ ფონ ბრაუნის ხელმძღვანელობით, კომპანიებთან ბოინგი, North American Aviation, Douglas Aircraft Company და აი-ბი-ემი თანამშრომლობით. გაბარიტებით, მასით და კოსმოსში გატანილი სასარგებლო ტვირთის რაოდენობით ის დღემდე კაცობრიობის ისტორიაში უძლიერეს რაკეტა-მატარებლად რჩება. 1961 წლის 5 მაისს პირველი ამერიკელი ასტრონავტი ალან შეპარდი გაფრინდა კოსმოსში ხომალდ "ფრიდომ-7" სუბორბიტალურ ტრაექტორიაზე, რომელიც სულ 15 წუთს გაგრძელდა. იმ დროს ადამიანის მთვარეზე გაგზავნა შეუძლებელი იყო, მით უმეტეს ერთ ჯერზე. სატურნ I უკვე მუშავდებოდა, მაგრამ ჯერ გამოცდილი არ იყო და, რადგან იგი მეტად მცირე ზომის იყო, საჭირო გახდებოდა მისი რამდენიმეჯერ კოსმოსში გაშვება და მთვარის კოსმოსური ხომალდის ორბიტაზე აწყობა. (...სრულად)
რუსთაველის თეატრი 1887 წელს დაარსდა, როგორც "საარტისტო საზოგადოება". 1921 წელს მას შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა. შენობა 1898-1901 წლებში აშენდა კორნელი ტატიშჩევისა და ალექსანდრ შიმკევიჩის პროექტით. მის სარდაფში მოწყობილი რესტორანი "ქიმერიონი" ხელოვანთა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX ს-ის დასაწყისის თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. იგი 1919 წელს მოხატეს ლ. გუდიაშვილმა, დ. კაკაბაძემ, კ. ზდანევიჩმა და ს. სუდეიკინმა. 1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა თეატრის შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე გამომავალი მთავარი ფასადი. ფოტოების მიხედვით შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს. ამჟამად თეატრს სამი უახლესი აპარატურით აღჭურვილი დარბაზი აქვს: დიდი (786 ადგილი), მცირე (300 ადგილი) და ექსპერიმენტული (182 ადგილი), ასევე კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებებისათვის განკუთვნილი დიდი ,,სამეჯლისო დარბაზი”, ,,მცირე ფოიე” და ,,პატარა სასტუმრო ოთახი”. (...სრულად)
|
ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში. სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. ვარძია იმთავითვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. ერთხანს იქ მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა. 1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. (...სრულად)
ექვსი ფუტი მიწის ქვეშ (ინგლ. Six Feet Under) — ამერიკული სატელევიზიო დრამა, რომელიც პირველად ტელე-ეთერში 2001 -2005 წლებში გავიდა. მისი მთავრი პროდიუსერი იყო ალან ბოლი. სერიალში მოქმედება ვითარდება საოჯახო დამკრძალავი ბიუროს Fisher & Sons Funeral Home ირგვლივ და აღწერს ფიშერების ცხოვრებას ოჯახის პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ (სათაური სიკვდილის ევფემიზმია, ექვსი ფუტი კი ტრადიციულად ის სიღრმეა, რომელშიც მიცვალებული განისვენებს დაკრძალვის შემდეგ). სერიალში მოქმედება თანამედროვე ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს. სერიალმა მრავალ გავლენიან კრიტიკოსთა ქება დაიმსახურა. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი და ცხრა ემი. სერიალმა 2002 წელს მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამატული სერიალისთვის და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალისთვის (რეიჩელ გრიფიტსი). ფრენსის კონროიმ მიიღო ოქროს გლობუსი 2004 წელს საუკეთესო მსახიობი ქალის როლის შესრულებისთვის. (...სრულად)
|