ვიკიპედიიდან
26 ივნისი არის გრიგორიანული კალენდრის 177-ე დღე (ნაკიან წლებში – 178-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 188 დღე.
- 363 : სასანიდების იმპერიიდან დახევისას რომი იმპერატორი იულიანე მოკლეს. ჯარისკაცებმა საბრძოლო ველზე იმპერატორად გენერალი იოვიანე გამოაცხადეს.
- 684 : ბენედიქტე II რომის პაპი გახდა.
- 1483 : რიჩარდ III ინგლისის მეფე გახდა.
- 1718 : უფლისწული ალექსი, პეტრე დიდის ვაჟი, საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც მამამისმა მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობისთვის.
- 1723 : ხანგრძლივი ალყის შემდეგ ბაქო რუსებს ჩაბარდა.
- 1819 : პირველი ველოსიპედი დაპატენტდა.
- 1924 : აშშ–ის საოკუპაციო ჯარმა დატოვა დომინიკელთა რესპუბლიკა.
- 1940 : მმო – მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის თანახმად სსრკ რუმინეთს ულტიმატუმს უცხადებს, მოითხოვს რა ბესარაბიისა და ბუკოვინის ჩრდ. ნაწილის დათმობას.
- 1945 : გაეროს ქარტიას მოეწერა ხელი სან–ფრანცისკოში.
- 1960 : ყოფილი ბრიტანული პროტექტორატი სომალილენდი დამოუკიდებელი სახემწიფო ხდება.
- 1963 : ჯონ ფ. კენედი გამოდის განთქმული სიტყვით "Ich bin ein Berliner" დასავლეთ ბერლინში ვიზიტისას.
- 1973 : პლესეცკის კოსმოდრომზე კოსმოსური რაკეტა 3-M-ის აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
- 1975 : ინდირა განდი ერთპიროვნულ მმართველობას ამყარებს ინდოეთში.
- 1976 : გაიხსნა ტორონტოს ტელეანძა (სურათზე) - უმაღლესი ცალკე მდგომი სტრუქტურა მსოფლიოში.
- 2006 : მონტენეგროს რესპუბლიკა გაეროს 192–ე წევრი გახდა.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი