ვიკიპედიიდან
2 ივნისი არის გრიგორიანული კალენდრის 153-ე დღე (ნაკიან წლებში – 154-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 212 დღე.
- 455 : ვანდალებმა რომში შეაღწიეს და ორი კვირა ძარცვავდნენ.
- 1098 : ჯვაროსნებმა ანტიოქიის ქალაქის გალავანი გაარღვიეს.
- 1780 : პირველი დერბი ჩატარდა აშშ-ში.
- 1793 : ჟან-პოლ მარა საფრანგეთის ნაციონალურ კონვენციას უსახელებს 29 ადამიანს, რომლებიც მოგვიანებით გილიოტინით დასაჯეს. მომდევნო წლის განმავლობაში კიდევ 17.000 ადამიანს მოჭრეს თავი ტერორის მმართველობის პერიოდში.
- 1896 : გულიელმო მარკონიმ მიიღო პატენტი მისი უახლესი გამოგონება - რადიოსთვის.
- 1946 : რეფერენდუმში იტალიელებმა მონარქიას რესპუბლიკა ამჯობინეს. მეფე უმბერტო II დი სავოია ქვეყნიდან გადაიხვეწა.
- 1953 : ჩატარდა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს ინაუგურაცია.
- 1955 : საფუძველი ჩაეყარა კოსმოდრომ ბაიკონურს.
- 1975 : ფრანგმა მეძავებმა ლიონის ეკლესია დაიკავეს გადამეტებული ჯარიმებისა და გადასახადების პროტესტის ნიშნად, და ასევე პოლიციის მიერ ძალადობის მიმართ უყურადღებობის გამო, რამაც დასაბამი მისცა სექსის მუშათა უფლებების დაცვის მოძრაობას.
- 1979 : პაპი იოანე პავლე II მშობლიურ პოლონეთში ჩადის, გახდა რა ამით პირველი პაპი, რომელიც კომუნისტურ ქვეყანას ეწვია.
- 1992 : დანიამ უარყო მაასტრიხტის ხელშეკრულება ხმათა მცირე უმრავლესობით ეროვნულ რეფერენდუმში.
- 1999 : ბუტანის სამაუწყებლო კომპანიამ პირველად შემოიღო სამეფოში სატელევიზიო გადაცემა.
- 2003 : ევროპამ პირველი გაშვება მოახდინა პლანეტა მარსზე. ევროპული კოსმოსური სააგენტოს მარს-ექსპრესი ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან აფრინდა.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები