ბაქო
ვიკიპედიიდან
მდებარეობა | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
რეგიონი | აფშერონის ნახევარკუნძული |
ზოგადი ინფორმაცია | |
ფართობი | 1000 კმ² კმ² |
მოსახლეობა (2003 ცენზით) | |
საერთო | 2,074,300 |
სიმჭიდროვე | 1280 ად/კმ²/კმ² |
მდებარეობა | 41° 01' 52 N 21° 20' 25 E |
სიმბოლოები | |
ბაქოს გერბი |
|
ქალაქის მერია | |
ქალაქის მერი | აბუტალიბოვი, ჰაჯი ბალა |
ბაქო (აზერბ. Bakı, ბაქი - ქარიანი ადგილი) აზერბაიჯანის დედაქალაქი, მდებარეობს კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, კოორდინატებით 40°23′N 49°52′E. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი (İçəri Şəhər), კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2003 წლის მონაცემებით იყო 1.9 მილიონი, აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.
[რედაქტირება] ისტორიული ცნობა
ბაქო პირველად V საუკუნის წყაროებში იხსენიება. IX-X საუკუნეებში მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან არაბი გეოგრაფები (ალ-ისტახი, ალ-მასუდი, ალ-მუკადასი). აქ უკვე მაშინ იღებდნენ ნავთობს. XII საუკუნის II ნახევარში ბაქო ერთხანს შირვანის სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. XII-XV საუკუნეებში ბაქოდან ნავთობი გაჯქონდათ აღმოსავლეთ ქვეყნებში. ბაქო მნიშვნელოვანი სავაჭრო ნავსადგური იყო. XV-XVI საუკუნეებში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ შეუვალ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. 1540 წელს ბაქო სეფიანთა ჯარებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 80-იან წლებში ოსმალეთი ფლობდა. 1604 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა ციხესიმაგრე დაანგრია, მაგრამ მალე ისევ აღადგინა. XVII საუკუნეში ბაქო მნიშვნელოვანი ქალაქი იყო.