რიჩარდ III (ინგლისი)
ვიკიპედიიდან
რიჩარდ III (ინგლ. Richard III) (2 ოქტომბერი, 1452, ფოტერინგეი — 22 აგვისტო, 1485, ბოსუორთი) — ინგლისის მეფე 1483 წლიდან, იორკის დინასტიიდან, ინგლისის ტახტზე პლანტაგენეტების ხაზის ბოლო წარმომადგენელი მამაკაცი. ედუარდ IV-ის ძმა. ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი ედუარდ V-ის გადაყენებით. 1485 წელს ბოსუორთის ბრძოლაში დამარცხდა და მოკლულ იქნა.