კარლ-მარქს-ჰოფი
ვიკიპედიიდან
კარლ-მარქს-ჰოფი (Karl-Marx-Hof) — ერთ-ერთი ყველაზე უკეთ ცნობილი გემაინდებოტენი (მუნიციპალური საცხოვრებელი კომპლექსი) ვენაში, ჰაილიგენშტადტში, ვენის მე-19 რაიონში - დობლინგი.
კარლ-მარქს-ჰოფი აგებულია მიწაზე, რომელიც მე-12 საუკუნემდე დუნაის კალაპოტში იმყოფებოდა. ეს ადგილი იმდენად ღრმა იყო, რომ გემებს თავისუფლად შეეძლო მდინარეზე გადაადგილება. 1750 წლისთვის აქ მცირე გუბეღა დარჩა, რომელიც საღვთო რომის იმპერატორმა იოზეფ II-მ დააშრობინა. შემდეგ ამ ადგილას ბაღები გაშენდა, თუმცა ისინი 1920-იან წლებში მოასწორეს ვენის სიდიდით მესამე საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად. ამ პროგრამას სოციალ-დემოკრატები ახორციელებდნენ, სპეციალური გადასახადით დაფინანსებით. პროექტს ადგილობრივი და საერთაშორისო არქიტექტორები უძღვებოდნენ.
კარლ-მარქს-ჰოფი 1927-30 წლებში აშენდა ქალაქმგეგმავი კარლ ენის მიერ, რომელიც ოტო ვაგნერის მიმდევარი იყო. მასში 1382 ბინა (30-60 მ² თითოეული) იყო და Ringstraße des Proletariats ეწოდებოდა. 1000 მეტრი სიგრძის (156.000 მ² ფართობის) ნაკვეთის მხოლოდ 18,5% გაშენდა, ხოლო დანარჩენი ნაწილი სათამაშო მოედნებსა და ბაღებს დაეთმო. კომპლექსი განკუთვნილია 5000 მცხოვრებზე.