ავსტრია
ვიკიპედიიდან
|
|||||
დევიზი: (არა აქვს) |
|||||
სახელმწიფო ენა | გერმანული, რეგიონალური ენები:სლოვენური, ხორვატული, უნგრული |
||||
დედაქალაქი | ვენა | ||||
პრეზიდენტი | ჰაინც ფიშერი | ||||
კანცლერი | ალფრედ ჰუსენბაუერი | ||||
ფართობი - ხმელეთი - 1,3% ზღვა |
სიდიდით 112-ე 83,858 კვ.კმ -- |
||||
მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე |
სიდიდით 86-ე 8,150,000 97/კმ² |
||||
ვალუტა | ევრო (EUR) | ||||
დროის ზონა | დზკ +1 (ზდ +2) | ||||
სახელმწიფო ჰიმნი | Land der Berge, Land am Strome | ||||
ინტერნეტის დომენი | .at | ||||
სატელეფონო კოდი | +43 |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად - ავსტრიის რესპუბლიკა; გერმანულად - Republik Österreich.
- ეტიმოლოგია - მე-9 საუკუნეში იგი ფრანკთა იმპერიის განაპირა აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენდა და კარლოს დიდი მას Ostmark-ს უწოდებდა, რაც „აღმოსავლეთის ქვეყანას“ ნიშნავს. მე-11 საუკუნეში გამოჩნდა ტერმინი Ostarrichi. აქედანაა მიღებული მისი დღევანდელი სახელი Osterreich – გერმანულად, Autriche - ფრანგულად და Austria - ლათინურად.
- ქვეყნის კოდი - AT.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ავსტრია მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში, მოსაზღვრე ქვეყნებია: გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი.
- ფართობი - 83.900 კვ.კმ.
- ბუნება: ქვეყნის ¾ ალპებს უკავია. უმაღ. მწვერვალი - გროსგლოკნერი 3.797 მ; უდიდესი მდინარეები (კმ) - დუნაი 350 (სულ 2860), მური 348 (სულ 444), ინი 280 (სულ 510); უდ. ტბა (კვ.კმ) - ნოიზიდლერზეე 132 (სულ 152); კლიმატი – კონტინენტური, ალპური.
- ბუნებრივი რესურსები - რკინის მადანი, ნავთობი, საშენი ხე-ტყე, მაგნეზიტი, ტყვია, ქვანახშირი, სპილენძი, ჰიდროენერგია.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- პოლიტიკური სისტემა - დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- მთავრობის მეთაური - კანცლერი .
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (183+62 წევრი).
- ეროვნული დღესასწაული - 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ კანონის მიღების დღე (1955).
[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა
ავსტრია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 9 მხარედ (Bundesland), მათ შორის არის დედაქალაქი ვენა.. მხარეებს აქვთ თავისი კონსტიტუციები, პარლამენტები და მთავრობები. ავსტრიის მხარებია (ფრჩხილებში ადმინისტრაციული ცენტრები):
- ვენა (ვენა)
- ბურგენლანდი (აიზენშტატი)
- ზალცბურგი (ზალცბურგი)
- ზემო ავსტრია (ლინცი)
- კარინთია (კლაგენფურტი)
- ტიროლი (ინსბრუკი)
- ფორარლბერგი (ბრეგენცი)
- ქვემო ავსტრია (სანკტ პიოლტენი)
- შტირია (იგივე შტაიერმარკი, გრაცი)
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 8.037 ათასი (2003), მათ შორის ავსტრიელები 91%, გერმანელები 3%, დანარჩენი - ხორვატები, სლოვენები, უნგრელები, ჩეხები, სლოვაკები, ბოშები.
- ენა - გერმანული.
- რელიგია – კათოლიციზმი 84%, პროტესტანტიზმი 6%.
- ქალაქები (ათ.) - ვენა (1.523, აგლომ. - 2.041), გრაცი (219), ლინცი (185), ზალცბურგი (145), ინსბრუკი (116), კლაგენფურტი (90).
[რედაქტირება] ეკონომიკა
ავსტრია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (225 მლრდ $) მსოფლიოში 22-ე ადგილი უკავია..
- წამყვანი დარგები - შავი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკური, ქიმიური და ელექტროენერგეტიკული მრეწველობა.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 2, მრეწველობა - 40, მომსახურება - 67;
- ე.ე.პ. (1 სულზე) - 27.920 $.
- ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, სატრანსპორტო მოწყობილობანი, ქაღალდი და ცელულოზა, ლითონი, ფოლადი.
- უდიდესი კომპანიები - აუსტრიან ეირლაინზი, ბანკი რაიფაიზენი.
- ბიუჯეტი - 53,000 მლნ $.
- ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ავსტრიული შილინგი.
[რედაქტირება] ისტორია
- XX ს. - ავსტრიის რესპუბლიკა შეიქმნა 1918 წელს ავსტრო-უნგრეთის ჰაბსბურგთა იმპერიის დაშლის შემდეგ. ოკუპირებულ იქნა ჰიტლერული მესამე რეიხის მიერ 1938 წელს. ანტიფაშისტური კოალიციის შესვლის შედეგად აღდგა კონსტიტუცია, თუმცა დამოუკიდებლობა აღიარებულ იქნა მხოლოდ 1955 წელს. ევროპულ თანამეგობრობას ავსტრია შეუერთდა 1989 წელს.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ვენა - ისტორიული ცენტრი, ბელვედერის პარკი, შონბრუნის სასახლე (XVI ს.) და ბაღები, მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი (1752 წ.);
- ზალცბურგი - ისტორიული ცენტრი, მოცარტის სახლ-მუზეუმი, XI ს-ის ციხე;
- გრაცი - ტევტონთა ორდენის რაინდთა ტაძარი (XIII ს.);
- ინსბრუკი - ფიურსტენბერგის ციხე (XV ს.), იმპერატორის სასახლე (XVII ს.).
[რედაქტირება] ცნობილი ავსტრიელები
- კომპოზიტორები და მუსიკოსები – ბეთჰოვენი, მოცარტი, იოზეფ ჰაიდნი, იოჰან შტრაუსი, ფრანც შუბერტი, ჯო ზავინული;
- მსახიობები - რომი შნაიდერი, არნოლდ შვარცენეგერი;
- მეცნიერები - ლუდვიგ ბოლცმანი, ქრისტიან დოპლერი, გრეგორ მენდელი, ერვინ შრიოდინგერი;
- ფილოსოფოსები – რუდოლფ შტაინერი, ზიგმუნდ ფროიდი;
- მხატვარი - ოსკარ კოკოშკა,
- მწერლები - შტეფან ცვაიგი, ბერტა ფონ ზუტნერი;
- პოლიტიკოსები - მარი ანტუანეტა, ადოლფ ჰიტლერი, ბრუნო კრაისკი, კურტ ვალდჰაიმი, თეოდორ ჰერცლი (ისრაელის დამაარსებელი), ჰაიდერი, იორგენ.
- სპორტსმენი - ნიკი ლაუდა (ავტორბოლა).
ავსტრია · აზერბაიჯანი1 · ალბანეთი · ანდორა · ბელარუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია3 · დიდი ბრიტანეთი3 ესპანეთი3 · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი1 · ირლანდია · ისლანდია · იტალია · კვიპროსი2 · ლატვია · ლიტვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მაკედონია · მალტა · მოლდოვა · მონაკო · ნიდერლანდი3 · ნორვეგია3 · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი1 · საბერძნეთი · სან-მარინო · საფრანგეთი3 · საქართველო1 · სერბეთი · მონტენეგრო · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი2 · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · ყაზახეთი1 · შვეიცარია · შვედეთი · ჩეხეთი · ხორვატია ·
1 ტერიტორიის დიდი ნაწილი აზიაშია.
2 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-სოციალური კავშირები აქვს ევროპასთან.
3 აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ.
ავსტრია