ალაჰი
ვიკიპედიიდან
ალაჰი (არაბ. الله allah) - ისლამის ღმერთი, ყოველი არსის ღმერთი, სამყაროს გამრიგე, ცის, მიწისა და ადამიანის მეუფე, უფალი, ე.ი. ყოვლისშემძლე მფლობელი, არსთა მპყრობელი. ალაჰის რწმენა ისლამის პირველი დოგმატია. აქვს მონოთეისტური ღმერთის ყველა მონაცემი. აქვს 99 ზედწოდება: ყოვლიშემძლე, დიდი, ბრძენი, მოწყალე, კეთილი. განაგებს მთელი ხალხების და ცალკე ადამიანის ბედს. ითხოვს აბსოლუტურ მორჩილებას. ურჩს ჯოჯოხეთი მოელის.