არაბული ენა
ვიკიპედიიდან
არაბული ენა - ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობის ენა. მიეკუთვნება აფრაზიული ოჯახის სემიტური ჯგუფის ენებს. იგი მუსლიმანთა საერთაშორისო საკულტო ენაა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: 200 მლნ
- ენის კოდი: ar
- სახელწოდება: ar - Al-`Arabîa; en - Arabian; eo - Araba
- დამწერლობა: არაბული
[რედაქტირება] სტატუსი
ოფიციალური ენა:
- ალჟირი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ბაჰრეინი
- ეგვიპტე
- ერაყი - ქურთულთან ერთად.
- ერიტრეა - ტიგრინიასთან ერთად.
- იემენი
- იორდანია
- ისრაელი - ებრაულთაან ერთად.
- კატარი
- კომორის კუნძულები - ფრანგულთან და კომორულთან ერთად.
- ლიბანი
- ლიბია
- მავრიტანია
- მაროკო
- ომანი
- საუდის არაბეთი
- სირია
- სუდანი
- ტუნისი
- ქუვეითი
- ჩადი - ფრანგულთან ერთად.
- ჯიბუტი - ფრანგულთან ერთად.
გავრცელების არეალი:
ეგვიპტე, ალჟირი, მაროკო, ერაყი, საუდის არაბეთი, სუდანი, იემენი, სირია
[რედაქტირება] დიალექტები
არაბული ენა უძველესი დროიდანვე გამოირჩეობა დიალექტური დანაწევრებით. თანამედროვე სალაპარაკო არაბული დიალექტების 5 ძირითად ჯგუფად იყოფა: აღმოსავლური (მესოპოტამია), არავიული (საუდის არაბეთი ), ცენტრალურარაბული, ეგვიპტურ-სუდანური, ჩრდილოაფრიკული (მაღრიბის ქვეყნები).
[რედაქტირება] ისტორია
ლიტერატურული არაბული ენა ერთიანია. არაბულის კლასიკური ფორმა ჩამოყალიბდა V-VI სს-ის ისლამამდელი პოეზიაში და VII ს-ის ყურანის ენაში. არაბული ენის უძველესი წერილობითი ძეგლებია საბეური ანბანით (ძვ.წ. V - ახ.წ. IV სს.) შესრულებული სამუდის, ლიხიანის და საფის წარწერები, ნაბატეური დამწერლობით (IV ს.) შესრულებული ნებარული წარწერები და სხვა. კლასიკური არაბულის უძველესი წერილობითი ნიმუშია არაბული გრაფიკით გაფორმებული ყურანი (VII ს.).
[რედაქტირება] გრამატიკა
...
[რედაქტირება] ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Marhaba; Ahalan; Es salaam aleikom; Ahlan wa sahlan
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Merhaba; Ahlan wa sahlan
- გმადლობთ - Shukran; Shukran jazilan
- კი / არა - Naam; Aiwa; Iih / Lay; Laa; Lela
- გეთაყვა - Min fadlak; Min fadlik; Min fadlukum
- ნახვამდის - Ila-lliqa; Ma as-salaamah; Allah yisallimak; Fiimaan illaah
რიცხვები
- 1 - wa:hid, 2 - 'ithna:n, 3 - thala:thah, 4 - 'arba‘ah, 5 - xamsah, 6 - sittah, 7 - sab‘ah, 8 - thama:niyyah, 9 - tis‘ah, 10 - ‘asharah