Web Analytics

See also ebooksgratis.com: no banners, no cookies, totally FREE.

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
რუნდშტეტი, გერდ ფონ - ვიკიპედია

რუნდშტეტი, გერდ ფონ

ვიკიპედიიდან

გერდ ფონ რუნდშტეტი
გერდ ფონ რუნდშტეტი

კარლ რუდოლფ გერდ ფონ რუნდშტეტი (გერმ.: Karl Rudolf Gerd von Rundstedt) (* 12 დეკემბერი 1875, აშერსლებენი, გერმანია; † 24 თებერვალი 1953, ჰანოვერი, გერმანია) – გერმანელი სამხედრო მოღვაწე, «ვერმახტის» გენერალ-ფელდმარშალი.

მეორე მსოფლიო ომის დროს რუნდშტეტი იყო დიდი სამხედრო შენაერთების მთავარსარდალი პოლონეთში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრონტებზე. იგი იყო «ვერმახტის» დასავლეთ ფრონტის მთავარსარდალი და ევალებოდა ხელი შეეშალა დასავლეთ ევროპაში მოკავშირეთა ძალების გადმოსხმისათვის.


სექციების სია

[რედაქტირება] სამხედრო კარიერა 1939 წლამდე

რუნდშტეტი პრუსიელი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამამისი პრუსიის არმიია გენერალი იყო და ტრადიციისამებრ მისი შვილიც სამხედრო სამსახურში შევიდა. ორანიენშტაინისა და გროს-ლიხტერფელდეს კადეტთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რუნდშტეტი 1892 წლის 22 მარტს ქალაქ კასელში სტაციონირებულ „ფონ ვიტიხის“ სახელობის მე-3 ინფანტერიის პოლკში ჩაეწერა სერჟანტად.

1893 წლის 17 ივნისს მიენიჭა ლეიტენანტის სამხედრო წოდება. 1902 წელს მან იქორწინა პრუსიელი მაიორის ქალიშვილზე და გახდა ობერლეიტენანტი. 1904-1907 წლებში იგი გენშტაბის ოფიცრის სასწავლო კურსებს გადიოდა სამხედრო აკადემიაში, რომლის დასრულების შემდეგაც გადაყვანილ იქნა გენერალ შტაბში სამუშაოდ. 1909 წლის 24 მარტს მიენიჭა კაპიტნის წოდება. 1912 წელს გადაყვანილ იქნა საველე სამსახურში და დაინიშნა ასმეთაურად.

პირველი მსოფლიო ომის დროს იგი გენშტაბის ოფიცრად მსახურობდა თურქეთში და საფრანგეთში და 1914 წლის 24 ნოემბერს მიენიჭა მაიორის წოდება. 1919 წლიდან იგი რაიხსვერში მსახურობდა. 1920 წლის 1 ოქტომბერს ვიცეპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა და 1923 წლის 1 თებერვალს პოლოკოვნიკი გახდა. 1925 წლის 1 მაისს იგი დაინიშნა 18-ე ინფანტერიის პოლკის სარდლად ქალაქ პადერბორნში.

1927 წლის 1 ნოემბერს რუნდშტეტს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და 1928 წელს გადაყვანილ იქნა მე-2 კავალერისტული დივიზიის მეთაურის თანამდებობაზე ქალაქ ბრესლაუში. აქვე 1929 წლის 1 მარტს მას მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხდრო წოდება. 1932 წლის 1 იანვარს რუნდშტეტი დაინიშნა მე-3 დივიზიის მეთაურად და გადაყვანილ იქნა ბერლინში III სამხედრო ოლქის მთავარსარდლად. იმავე წლის 1 ოქტომბერს იგი გადაყვანილ იქნა I სამხედრო ჯგუფის სარდლის თანამდებობზე და მიენიჭა ინფანტერიის გენერლის სამხედრო წოდება.

ჰიტლერის სახელმწიფოს სათავეში მოსვლის დღიდან რუნდშტეტი მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადავიდა. მიუხედავად იმისა რომ 1938 წელს მისმა სამხედრო ნიჭმა დიდი როლი ითამაშა ზუდეტის მიწების მიერთების სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულებაში იგი ჰიტლერის მილიტარისტული მიზნების მოწინააღმდეგე დარჩა.


[რედაქტირება] მეორე მსოფლიო ომი

[რედაქტირება] ბლიცკრიგი საფრანგეთის და პოლონეთის წინააღმდეგ

1939 წლის ზაფხულში პოლონეთზე თავდასხმის წინ გერდ ფონ რუნდშტეტი, რომელიც 1938 წლის 31 ოქტომბერს თავისი სურვილით პენსიაში გავიდა, დაბრუნებულ იქნა გენშტაბში და დაინიშნა «არმიათა ჯგუფ „სამხრეთის“» უმაღლეს მთავარსარდლად. მის ხელქვეიტ იდგა 890.000 კაციანი არმია, რომელიც 1939 წლის 1 სექტემბერს სილეზიის და სლოვაკეთის მხრიდან თავს დაესხა პოლონეთს.

ვარშავის აღების დროს დიდი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით მან უარი განაცხადა ომის წარმოების ტრადიციულ მეთოდზე. თავისი ქვეითი და სატანკო არმიებით მან ალყა შემოარტყა პოლონეთის დედაქალაქს და ნება დართო «ლუფტვაფე»-ს საფუძვლიანად დაებომბა ქალაქი. ვარშავა მინიმალური სისხლის ფასად იქნა აღებული.

პოლონეთის დაპყრობის შემდეგ რუნდშტეტის არმია გადასროლილ იქნა დასავლეთ ფრონტზე საფრანგეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ოპერაცია «ზიხელშნიტი», რომელის მიხედვითაც უნდა დაწყებულიყო ომი დასავლეთ ფრონტზე ძირითადად რუნდშტეტის სამხედრო კონცეპტებზე იყო აგებული, რომელიც მან ჩამოაყალიბა გენერალ ერიხ ფონ მანშტაინთან მუშაობის დროს.

1940 წლის 10 მაისს რუნდშტეტის შენაერთები შეიჭრნენ საფრანგეთში და ბელგიაში. მთავარი ამოცანა რომელიც მის წინაშე იდგა იყო მაჟინოს თავაცვითი ხაზის გაკვეთა და მტრის ზურგში ღრმად შეჭრა. რუნდშტეტის სატანკო შენაერთებმა ამ ამოცანას თავი დიდებულად გაართვეს და არდენების იერიშის დროს საფრანგეთის არმია კაპუტულაციამდე მიიყვანეს. ამ ოპერაციაში გამოვლენილი მხედართვთავრული და სტრატეგიული ნიჭის გამო და საფრანგეთის დამარცხების საზეიმო ცერემონიაზე გერდ ფონ რუნდშტეტს 11 სხვა გენერალთან ერთად 1940 წლის 19 ივლისს გენერალ-ფელდმარშლის სამხედრო წოდება მიენიჭა.

ინგლისის წინააღმდეგ მიმართული საჰაერო ომის წარუმატებლად დასრულების შემდეგ რუნდშტეტი, რომელიც ინგლისის დასაპყრობი არმიის მთავარსარდალი იყო, 1940 ზაფხულში გადაყვანილ იქნა სსრკ-ის წინააღმდეგ მობილიზირებული არმიიების მხედართავრის პოსტზე.


[რედაქტირება] 1941-1945 წლები

ჰიტლერის რუსეთზე თავდასხმის დროს რუნდშტეტი “არმიათა ჯგუფ “სამხრეთის” უმაღლესი მთავარსარდალი იყო, რომელსაც ევალებოდა უკრაინისა და კავკასიის დაპყრობა. ეს დავალება ილუზორული იყო, ვინაიდან არმიას სათანადო პირადი და მატერიალური შემადგენლობა არ ჰყავდა და ვოლგაზე შეტევის წამოწყებით თავდაპირველი შეტევის ხაზი კიდევ უფრო შესუსტდა. გერმანელთა შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულზე შეჩერდა, მიუხედავად შემდგომი წინსვლისა რუნდშტეტი მომავალს იმედის თვალით არ უყურებდა. ფიურერის ბრძანების მიუხედავად - არ დაეხიათ უკან, რუნდშტეტმა ტაქტიკური სვლა გააკეთა და თავისი ფიზიკურად და ფსიქიურად გადაღლილი შენაერთების წინსვლა შეაჩერა და შეტევიდან თავდაცვაზე გადაიყვანა.

რუნდშტეტი იმ გენერალთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც 1941 წლის ზამთარის კრიზისის დროს ჰიტლერთან აზრთა სხვაობის გამო აღმოსავლეთ ფრონდიდან მოხსნილ იქნენ. რამდენიმე თვის შემდეგ რუნდშტეტი დაინიშნა დასავლეთ ფრონტის უმაღლეს მთავარსარდლად პარიზში და პარალელურად იყო «არმიათა ჯგუფ “დ”-ეს მეთაურიც.

მას, როგორც დასავლეთ და ჩრდილოეთ საფრანგეთში სტაციონირებული არმიების სარდალს, ევალებოდა, განსხვავებით “ბლიცკრიგისაგან”, მკაცრად განსაზღვრული თავდაცვითი სამუშაო. რუნდშტეტს სამშენებლო ჯარებთან ერთად (“ორგანიზაცია ტოტი” (“ოტ”); გერმ.: „Organisation Todt“ (OT) ) უნდა უზრუნველეყო დასავლეთ ფრონტის თავდაცვა მოკავშირეთა მოსალოდნენლი გადმოსხმის წინააღმდმეგ და უნდა აეგო ე.წ. “ატლანტიკის კედელი”.

რუნდშტეტი, როგორც გამოცდილი გენერალი, სწორად აფასებდა საკუთარ შესაძლებლობებს და ჯერ კიდევ მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმამდე რამდენიმე თვით ადრე ვერმახტს მარცხს უწინასწარმეტყველებდა, თუკი რათქმაუნდა განახლდებოდა კონფლიქტი საფრანგეთის მიწაზე.

როცა 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა კარები ნორმანდიაში გადმოსხდენენ რუნდშტეტის საპასუხო შესაძლებლობები ძალზე შეზღუდული იყო. პარიზში სტაციონირებული სარეზერვო არმიები ფიურერის უშუალო ბრძანებას ექვემდებარებოდნენ და რუნდშტეტს მათი ბრძოლაში ჩაბმა არ შეეძლო. მოკავშირეთა არმიების მიერ ნორმანდიაში პლაცდარმის მოპოვებამ, ვერმახტის არმიებს შორის დაქსაქსულმა კავშირმა და დაკარგულმა საჰაერო კონტროლმა აიძულა გერდ ფონ რუნდშტეტი თავისი ჯარებით უკანდახევაზე გადასულიყო. 1944 წლის 2 ივლისს ჰიტლერის და მმართველი წრეების დაუფარავი კრიტიკის შემდეგ იგი გათავისფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და და მის ადგილზე გენერალ-ფელდმარშალი გიუნთერ ფონ კლუგე დაინიშნა.

1944 წლის სექტემბერში ფონ კლუგეს დაღუპვის შემდეგ რუნდშტეტი კვლავ იქნა დასავლეთ ფრონტის სარდლად დანიშნული. ქალაქ კობლენციდან იგი ხელმძღვანელობდა ოპერაციებს ბელგიაში და ელზას-ლოთარინგიაში. 1944 წლის დეკემბერში ჰიტლერის ბრძანების შემდეგ რუნდშტეტი მეთაურობდა ყველაზე დიდ ბოლო სამხედრო ოპერაციას არდენებში. მიუხედავდ იმისა რომ ამ ოპერაციაში 250.000 ჯარისკაცი და 600 ტანკი მონაწილეობდა, იგი მაინც წარუმატებლად დასრულდა და ამ დიდი სამხედრო შენაერთის განადგურებამ საბოლოოდ მოშალა ვერმახტის დასავლეთი ფრონტის ხაზი.

აშშ-ის ჯარების მიერ მდინარე რაინის რემაგენთან წარმატებით გადალახვის შემდეგ 1945 წლის მარტში ჰიტლერმა გენერალ-ფელდმარშალი რუნდშტეტი საბოლოოდ გადააყენა თანამდებობებიდან და მის ადგილზე ალბერტ კესელრინგი დანიშნა. 1945 წლის მაისში რუნდშტეტი ბრიტანელთა ტყვეობაში ჩავარდა და ბრალდებული იქნა სამხედრო დანაშაულში. მძიმე ავადმყოფობის გამო იგი არ გაასამართლეს. 1949 წლის მაისში გულის მძიმე დაავადების გამო იგი ტყვეობიდან გაათავისუფლეს.

1953 წელს გენერალ-ფელდმარშალი ფონ რუნდშტეტი გარდაიცვალა და დაკრძალულია ჰანოვერში შტიოკენის სასაფლაოზე.


[რედაქტირება] ჯილდოები

  • ფრონტზე მებრძოლთა ღირსების ჯვარი - Ehrenkreuz für Frontkämpfer
  • რკინის ჯვარი (1914) მე-2 და 1-ლი კლასის - Eisernes Kreuz (1914) 2. und 1. Klasse
  • ჰოენცოლერნთა სამეფო სახლის ორდენის რაინდის ჯვარი ხმლებით - Ritterkreuz des Hausordens von Hohenzollern mit Schwertern
  • რკინის ჯვარი (1939) მე-2 და 1-ლი კლასის - Eisernes Kreuz (1939) 2. und 1. Klasse
  • რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით და ხმლებით - Ritterkreuz des Eisernen Kreuzes mit Eichenlaub und Schwertern
  • რაინდის ჯვარი (30.09.1939) - Ritterkreuz
  • მუხის ფოთოლი (01.07.1944) - Eichenlaub
  • ხმლები (18.02.1945) - Schwerter


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Rudolf Günter Huber: Gerd von Rundstedt. Sein Leben und Wirken im Spannungsfeld gesellschaftlicher Einflüsse und persönlicher Standortbestimmung, Peter Lang Verlag :Frankfurt am Main 2004, 465 S., ISBN 3-631-51933
  • Günther Blumentritt: Von Rundstedt: The Soldier and the Man, 1952



Static Wikipedia (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu