ყირიმი
ვიკიპედიიდან
ავტონომიური რესპუბლიკა უკრაინის შემადგენლობაში, განლაგებულია ამავე სახელის ნახევარკუნძულზე შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში.
- ფართობი – 27 ათასი კვ.კმ.
- მოსახლეობა – 2,5 მლნ, მათ შორის 70% რუსია, 150 ათასი ყირიმელი თათარი.
- დედაქალაქი – სიმფეროპოლი. • ქალაქები – სევასტოპოლი, იალტა.
1475-1774 - თურქეთის მმართველობის ქვეშ. 1783 – ანექსირებულ იქნა რუსეთის მიერ. 1917-20 – ტავრიის რესპუბლიკა. 1942-44 – ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. ომის შემდეგ ყირიმელი თათრები გასახლებულ იქნენ უზბეკეთში, საიდანაც დაბრუნდნენ 1987 წელს. 1954-91 – უკრაინის ოლქი. 1991 – ავტონომიური რესპუბლიკა.