ვიკიპედიიდან
1 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 274-ე დღე (ნაკიან წლებში – 275-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 91 დღე.
- ძვ. წ. 331 : გაუდამელას ბრძოლაში ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III.
- 965 : იოანე XIII რომის პაპი გახდა.
- 1795 : საფრანგეთმა ბელგია დაიპყრო.
- 1800 : ესპანეთმა საფრანგეთს გადასცა ლუიზიანა სან-ილდეფონსოს ხელშეკრულებით.
- 1827 : რუსეთის არმია გენერალ პესკევიჩის მეთაურობით ერევნის შტურმს ახორციელებს, რითაც სრულდება სომხეთზე მუსლიმთა გავლენის ათასწლეული.
- 1843 : ლონდონში დაიწყო ყოველკვირეული გაზეთის News of the World (მსოფლიოს სიახლეები) გამოცემა.
- 1847 : გერმანელმა გამომგგონებელმა და მეწარმემ ვერნერ ფონ სიმენსმა კომპანია სიმენს აგ და ჰალსკე დააარსა.
- 1869 : ავსტრიამ მსოფლიში პირველი საფოსტო ბარათები გამოუშვა.
- 1880 : თომას ედისონმა პირველი ელექტრონათურების ქარხანა გახსნა.
- 1891 : სტენფორდის უნივერსიტეტი გაიხსნა კალიფორნიაში, აშშ.
- 1898 : მეფე ნიკოლოზ II-ის ბრძანებით ებრაელები გააძევეს რუსეთის მთავარი ქალაქებიდან.
- 1928 : საბჭოთა კავშირმა პირველი ხუთწლიანი გეგმა შემოიღო.
- 1936 : ფრანკო ესპანეთის ნაციონალისტური მთავრობის მეთაურად გამოცხადდა.
- 1939 : ერთთვიანი ალყის შემდეგ ვარშავა დაეცა.
- 1940 : პენსილვანია ტარნპაიკი - აშშ-ის პირველი სუპერგზატკეცილი - გაიხსნა.
- 1946 : დასრულდა ნიურნბერგის პროცესი.
- 1949 : მაო ძე-დუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა.
- 1957 : აშშ-ის ფულზე პირველად გამოჩნდა წარწერა "ღმერთის ჩვენ გვწამს" (In God We Trust).
- 1960 : კვიპროსი დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას აღწევს.
- 1960 : ნიგერია დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას აღწევს.
- 1961 : აღმოსავლეთი და დასავლეთი კამერუნი გაერთიანდა როგორც კამერუნის ფედერალური რესპუბლიკა.
- 1964 : სიტყვის თავისუფლების მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსზე.
- 1964 : იაპონიაში მაღალი სისწრაფის რკინიგზა "შინკანსენი" ტოკიო-ოსაკა ჩადგა მწყობრში.
- 1969 : კონკორდის ზესწრაფი სატრანსპორტო თვითმფრინავი ხმის ბარიერს ჭრის პირველად.
- 1971 : უოლტ დისენი უორლდი გაიხსნა ორლანდოში, ფლორიდა.
- 1977 : ბრაზილიის ფეხბურთის ვარსკვლავი პელე სპორტიდან წავიდა.
- 1979 : აშშ პანამის არხზე კონტროლს პანამას უბრუნებს.
- 1985 : ისრაელის საჰაერო ძალებმა დაბობმეს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენლობა ტუნისში.
- 1988 : მიხაილ გორბაჩოვი სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: