ალექსანდრე მაკედონელი
ვიკიპედიიდან
ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძნ.: Μέγας Αλέξανδρος; ივლისი, ძვ. წ. 356 - 11 ივნისი, ძვ. წ. 323), ასევე ალექსანდრე III, მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო რა თითქმის მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავუს აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამეხდრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.