კალტენბრუნერი, ერნსტ
ვიკიპედიიდან
კალტენბრუნერი, ერნსტ ( გერმ. Ernst Kaltenbrunner ) (* 4 ოქტომბერი, 1903, რიდი, ავსტრია: † 16 ოქტომბერი, 1946, ნიურნბერგი, გერმანია) - ნაცისტური გერმანიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
- 1903 - 4 ოქტომბერი: კალტენბრუნერი დაიბადა მოსამართლიე ჰუგო კალტენბრუნერის და მისი მეუღლის, თერეზეს (გერმ: Therese Udwardy - თერეზე უდვარდი) ოჯახში.
- 1918 - იგი სასწავლებლად გადადის ლინცის გიმნაზიაში, სადაც გაიცნო ადოლფ აიხმანი.
- 1921 - გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კალტენბრუნერი სწავლას აგრძელებს გრაცის ტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიის ფაკულტეტზე.
- 1923 - კალტენბრუნერი იცვლის ფაკულტეტს. ქიმიის ნაცვლად იგი ეუფლება სამართალმცოდნეობას.
- 1928 - ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს ადვოკატად ლინცის საადვოკატო კანტორაში.
- 1930 - 18 ოქტომბერი: კალტენბრუნერი ხდება ავსტრიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის წევრი.
- 1931 - 8 აგვისტო: კალტენბრუნერი სს-ის წევრი ხდება.
- 1932 - ისი სამუშაოდ გადადის მამამისის საადვოკატო კანტორაში და ამიერიდან უფასოდ ემსახურება ნაციონალ-სოციალისტებს.
- 1934 - კალტენბრუნერი ქორწინდება ელისაბეთ ედერზე (გერმ: Elisabeth Eder). იმავე წელს ნაციონალ-სოციალისტების მიერ ვენაში მოწყობილ პუტჩში მონაწილეობისათვის იგი დააპატიმრეს და 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კაიზერშტაინბრუხის ციხეში. სასამართლოს ძალით მას ჩამოერთვა ადვოკატის უფლებებიც.
- 1937 - იანვარი: ჰიმლერის ბრძანებით იგი ინიშნება ავსტრიის სს-ის შეფად და ხდება ბრიგადენფიურერი.
- 1938 - 12 მარტი: ავსტრიის ანშლუსის შემდეგ არტურ ზაის-ინკვარტის მთავრობაში იგი უშიშროების მთავარი მდივანი და რაიხსტაგის წევრი ხდება. 11 სექტემბერი: კალტენბრუნერი დააწინაურეს გრუპენფიურერად.
- 1938-1939 - კალტენბრუნერი ორგანიზირებას უკეთებს ავსტრიაში გესტაპოს აპარატის ჩამოყალიბებას. აქტიურად მოანაწილეობს საკონცენტრაციო ბანაკ მაუტჰაუზენის შექმნაში და კურირებს "ებრაულ საკითხს".
- 1939 - კალტენბრუნერი ინიშნება ავსტრიის სს-ის და ვენის პოლიციის უფროსად.
- 1943 - 30 იანვარი: ჰაიდრიხის მკვლელობის შემდეგ იგი SD-ს და რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს შეფი ხდება. 21 ივნისი: ჰიტლერის ბრძანებით მას მიენიჭა ობერგრუპენფიურერის და პოლიციის გენერლის ჩინი.
- 1944 - კანარისის დათხოვნის შემდეგ "აბვერი" კალტენბრუნერის კონტროლის ქვეშ ექცევა.
- 1945 - ომის მიწურულს მას შტაბი ავსტრიაში, შტაიერმარკში გადააქვს, სადაც ამერიკელების მიერ დაპატიმრებულ იქნა. ნოემბერი: სამხედრო ტრიბუნალზე კალტენბრუნერი მთავარ დამნაშავეთა სიაში მოხვდა.
- 1946 - 1 ოქტომბერი: ტრიბუნალმა იგი დამნაშავედ ცნო სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 16 ოქტომბერი. 01:30: ერნსტ კალტენბრუნერი ნიურნბერგის ციხეში ჩამოხრჩობილ იქნა.
მისი ბოლო სიტყვები იყო: "მე ჩემ ხალხს და სამშობლოს წრფელი გულით ვემსახურე და სამშობლოს კანონების მიხედვით ჩემი ვალი მოვიხადე. მე ვწუხვარ რომ დანაშაული ჩადენილ იქნა, თუმც მე მასში წვლილი არ მიმიძღვის. მე ღირსეულად ვიბრძოდი. ბედნიერებას გისურვებ გერმანიავ! " - (გერმ."Ich habe meinem Volk und meinem Vaterland mit heißem Herz gedient. Ich habe nach den Gesetzen meines Vaterlands meine Pflicht getan. Ich bedaure, dass Verbrechen begangen worden sind, ich hatte keinen Anteil an ihnen, ich kämpfte ehrenhaft. Deutschland, Glück auf!"
კალტენბრუნერის ფერფლი ამერიკელმა პილოტებმა ცაში მიმოაბნიეს.