ვენა
ვიკიპედიიდან
შტატის გერბი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
შტატის დედაქალაქი: | ვენა |
ISO 3166-2: | AT-9 |
ავტომ. ნომრები: | W |
საფოსტო კოდი: | 1010 - 1239, 1400, 1450 |
რეგიონის კოდი: | 01 |
ვებგვერდი: | www.wien.gv.at |
ვენის დროშა | |
რუკა: ვენა ავსტრიაში | |
პოლიტიკა | |
მერი და მმართველი | მიხაელ ჰეუპლი (SPÖ) |
მმართველი პარტია | SPÖ |
ადგილთა განაწილება (100 სკამი): |
SPÖ 55 ÖVP 18 მწვანეები 14 FPÖ 13 |
ბოლო არჩევნები: | 23 ოქტომბერი 2005 |
შემდეგი არჩევნები: | ოქტომბერი 2010 |
მოსახლეობა | |
Population: | 1,631,082 (2005) 2,165,357 აგლომერაცია |
სიმჭიდროვე: | 3,931.3/კმ² |
გეოგრაფია | |
ფართობი: | 414.90 კმ² |
- პროცენტი მიწაზე: | 395.51 კმ² (95,33%) |
- პროცენტი წყალზე: | 19.39 კმ² (4,67%) |
მდებარეობა: | 48°07' - 48°19' n. Br. 16°11' - 16°34' ö. L. |
განოზომილებები: | ჩრდ.-სამხ.: 22.4 კმ აღმ.-დას.: 29.2 კმ |
უმაღ. წერტილი: | 543 მ (ჰერმანსკოგელი) |
უდაბ. წერტილი: | 151 მ (ლობაუ) |
ადმ. სტრუქტურა | |
უბნები: | 1 შტატუატარშტადტი 23 ბეცირკე (რაიონი) |
რუქა: ვენა და მისი რაიონები | |
ვენა (გერმ.: Wien [viːn]; სლოვ..: Dunaj, სერბ. და ხორვ.: Beč რუმინ.: Viena, უნგრ.: Bécs, ჩეხ.: Vídeň, სლოვაკ.: Viedeň, ბოშურად: Vidnya;) - ავსტრიის დედაქალაქი და ასევე ავსტრიის ცხრა შტატიდან ერთ-ერთი. 1,6 მილიონი მოსახლეობით (2,2 მილ. აგლომერაციაში) ვენა ავსტრიის უდიდესი ქალაქია, ისევე როგორც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი.
ვენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალაქია და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით დამსახურებულად უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციასა და მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი. ქალაქი მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს და მხოლოდ 60 კმ-შია ავსტრიის აღმოსავლეთის საზღვართან. ვენა ცენტრალური ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს, ძალიან ახლოს ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან.
ვენაში აქვს შტაბ-ბინა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის: გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA).
სექციების სია |