სერბული ენა
ვიკიპედიიდან
სერბული Srpskohrvatski/Српскохрватски |
|
---|---|
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 7000000 |
გავრცელებულია | ბოსნია და ჰერცეგოვინა,სერბია, მონტენეგრო, ხორვატია |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები:
|
დამწერლობის სისტემა | კირილური დამწერლობა, ლათინური დამწერლობა |
ოფიციალური სტატუსი | ოფიციალური ენა: |
ენის კოდები | sh, sr |
სერბული ენა, იგივე სერბულ-ხორვატული ან ხორვატულ-სერბული ენა - სერბების, ხორვატების, ჩერნოგორიელების და ბოსნიელების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის დასავლურ-სლავურ ჯგუფს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: > 10 მლნ
- ენის კოდი: sr
- სახელწოდება: sr Srpski; en Serbian; eo Serba
- დამწერლობა: რუსულ-კირილური და ლათინური
[რედაქტირება] ანბანი
სერბულ ენაში გამოიყენება როგორც კირილური, ასევე ლათინური ანბანები:
კირილური | ლათინური | Cyrillic | Latin | |
---|---|---|---|---|
А | A | Н | N | |
Б | B | Њ | Nj | |
В | V | О | O | |
Г | G | П | P | |
Д | D | Р | R | |
Ђ | Đ | С | S | |
Е | E | Т | T | |
Ж | Ž | Ћ | Ć | |
З | Z | У | U | |
И | I | Ф | F | |
Ј | J | Х | H | |
К | K | Ц | C | |
Л | L | Ч | Č | |
Љ | Lj | Џ | Dž | |
М | M | Ш | Š |
უძველესი წერილობითი ძეგლები განეკუთვნება XI საუკუნეს. თანამედროვე ლიტერატურული ენა ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნის 1-ელ ნახევარში შტოკავური დიალექტის კილო-კავების საფუძველზე. ამ მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ვ.კარაჯიჩის და ლ.გაის მოღვაწეობას. ლიტერატურული ენის შიგნით არსებობს ტერიტორიული, ძირითადად ლექსიკური განსხვავებანი, რაც გამოწვეულია განვითარების არაერთგვაროვანი პირობებით ხორვატულ და სერბულ ოლქებში. სერბული ენის 3 ძირითადი დიალექტია: ჩაკავური, შტოკავური და კაიკავური.
[რედაქტირება] სტატუსი
ოფიციალური ენა:
- ბოსნია და ჰერცეგოვინა - ბოსნიურთან და ხორვატულთან ერთად.
- სერბია და მონტენეგრო
გავრცელების არეალი:
[რედაქტირება] გრამატიკა
[რედაქტირება] ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა: Zdravo; Dobar dan
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Dobrodošli
- გმადლობთ: Hvala; Hvala lepa
- კი / არა: Da / Ne
- გეთაყვა: Molim
- ნახვამდის: Do viđenja; Zbogom
რიცხვები
- 1 - jedan, 2 - dva, 3 - trî, 4 - četiri, 5 - pet, 6 - šest, 7 - sedam, 8 - osam, 9 - devet, 10 - deset