See also ebooksgratis.com: no banners, no cookies, totally FREE.

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
წითელი ქმერები - ვიკიპედია

წითელი ქმერები

ვიკიპედიიდან

წითელ კჰმერთა დროშა
წითელ კჰმერთა დროშა

წითელი კჰმერები — შეიარაღებული კომუნისტური მოძრაობა კამბოჯაში.

მოძრაობა შეიქმნა 1968 წელს პოლ პოტის ინიციატივით და აერთიანებდა 30 000 ადამინიანს. ფართო სოციალური ბაზა მოძრაობას შეექმნა 1970 წელს, როდესაც ვიეტნამთან ომის დროს აშშ–ს ჯარის შენაერთებმა კამბოჯის ტერიტორიაზე მოახდინეს ოპერაცია, რასაც 100 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეეწირა. ამ მოვლენის შემდეგ მოძრაობა შეავსეს მეტწილად 12–13 წლის ობოლმა ბავშვებმა, რომლებიც გამოირჩეოდნენ "ამერიკელთა მოყვარე" ქალაქელი თანამემამულეების სიძულვილით.

1975 წელა პარტიზანებმა ხელში ჩაიგდეს ქვეყნის დედაქალაქი პნომპენი. ქვეყანაში დამყარდა დიქტატორული რეჟიმი, რომლის დროს სხვადასხვა წყაროს მიხედვით დაიღუპა 1–3 მილიონი ადამიანი. რეჟიმის მიხედვით აიკრძალა დამწერლობა, ფული, უცხო ენები. მთელი ქვეყანა გარდაიქმნა სამუშაო სასოფლო–სამეურნეო კომუნებად 18–20 საათიანი სამუშაო დღის გრაფიკით. სიკვდილით ისჯებოდა ნებისმიერი დაუმორჩილებლობა (მაგალითად, შვილის გაჩენა კომუნის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე). კამბოჯას გადაერქვა სახელი და ეწოდა "დემოკრატიული კამპუჩია". ქვეყანამ კონტაქტი გაწყვიტა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, ჩინეთისა და იუგოსლავიის გარდა. ქვეყნის მმართველთა (პოლ პოტი, იენგ სარი, კჰიეუ სამფანი) სახელები და პორტრეტები მოსახლეობისგან დაფარული იყო.

არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გამო ქვეყანა მალე დაეცა. ბიუჯეტის შესავსებად დაიწყო ომი ვიეტნამის წინააღმდეგ. თუმცა, ვიეტნამის ჯარმა ადვილად მოიგერია აგრესია და მალევე კონტრშეტევაზე გადავიდა, რასაც ხელს უწყობდა "წითელი კჰმერების" რიგი დაჯგუფებების მათ მხარეს გადასვლა. ასე მაგალითად, ერთ–ერთი მაღალჩინოსანი პოლპოტელი ხენგ სამრინი პრო–ვიეტნამური მთავრობის სათავეში ჩადგა.

ვიეტნამელი ინტერვენტების მიერ მათი დამარცხების შემდეგ, "წითელმა კჰმერებმა" დაიწყეს პარტიზანული ბრძოლა ხენგ სამრინისა და ხუნ სენის მთავრობის წინააღმდეგ. კჰმერების მოძრაობა აშშ–ს ხელშეწყობით მიმდინარეობდა, რომლებიც პარტიზანებში ვიეტნამის საპირწონეს ხედავდნენ. კჰმერები აშშ–სგან ღებულობდნენ იარაღს, სანაცვლოდ კი დაუმუშავებელ ძვირფას ქვებს აწვდიდნენ.

1998 წელს, პოლ პოტის გარდაცვალების შემდეგ მოძრაობა დაიშალა. მოძრაობის ფორმალური ლიდერი კჰიეუ სამფანი ფაქტიურად ძალაუფლების გარეშე დარჩა და ახლა მარტოობაში ცხოვრობს. აჯანყებულთა მცირერიცხოვანი ფორმირებები (2–3 ათასი ადამიანი) აგრძელებდნენ პარტიზანულ ომს, თუმცა ცოტა ხნის წინ მათი ახალი ლიდერი იენგ სარი კამბოჯის ხელისუფლებას დაუზავდა, რომლითაც აღიარა მთავრობის კონტროლი ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე. წითელი კჰმერები ბოლო რადიკალური საველე მეთაური ტა მოკი 2000 წლის მარტში დააპატიმრეს. მისი დაჯგუფების წევრები ახლაც ტყეს აფარებენ თავს და ხე–ტყის მასალისა და ძვირფასი ქვების კონტრაბანდით საქმიანობენ. ამ ომის შედეგად კამბოჯის ტყეებში 8 მილიონამდე გაუნებელყოფილი ნაღმია დარჩენილი.



aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -