სექტემბერი
ვიკიპედიიდან
<< | სექტემბერი | >> | ||||
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | ||||||
2007 |
სექტემბერი (ლათინურად September) არის გრიგორიანული კალენდრის მეცხრე თვე. მასში 30 დღეა.
სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეშვიდე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად septem - შვიდი), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით - ახალწლისა, ხოლო ხალხური სახელწოდებაა - ენკენისთვე.
სექტემბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა - სამხრეთ ნახევარსფეროში. ბუნიაობის ერთ-ერთი დღე სექტემბერზე მოდის.
სექტემბრის ზოდიაქოს ნიშნებია ქალწული და სასწორი.
სექტემბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც დეკემბერი.
[რედაქტირება] სექტემბრის მოვლენები
- ძვ. წ. 587 - ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ბრძანებით დაწვეს იერუსალიმის ტაძარი
- ძვ. წ. 490 - ბერძენმა ფიტიპიდემ გაირბინა მარათონიდან ათენამდე გამარჯვების ამბის მისატანად
- 476 - რომის უკანასკნელი იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსი დაამხეს, რომის დაცემა
- 1066 - ვილჰელმ დამბყრობელის მიერ ინგლისის დაბყრობა
- 1472 - გუტენბერგმა დაბეჭდა პირველი წიგნი - ბიბლია
- 1519 - მაგელანის ექსპედიციის დაწყება
- 1792 - ოდესა დაარსდა
- 1822 - ეგვიპტური იეროგლიფები გაიშიფრა
- 1846 - ნეპტუნის აღმოჩენა
- 1941 - მეორე მსოფლიო ომი დაიწყო
- 1945 - დასრულდა მეორე მსოფლიო ომი
- 1946 - ევროსაბჭოს შექმნა
- 1972 - პალესტინელმა ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს ისრაელის ოლიმპიური გუნდი მიუნხენში
- 2001 - 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-ში
- 2004 - ბესლანის სკოლაში ტერაქტი
[რედაქტირება] იხილეთ სხვა თვეები
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |