რიეტი
ვიკიპედიიდან
რიეტი (ლათ.: Reate) — ქალაქი ლაციუმში, იტალია, 41.394 მცხოვრებით; რიეტის პროვინციის დედაქალაცი და რიეტის რომაულ-კათოლიკური საეპისკოპოს სატახტო ქალაქი.
ქალაქი მცირე ბორცვზე მდებარეობს, რომელიც ვრცელ გავაკებას გადაჰყურებს ისტორიული ტბის სამხრეთ სანაპიროზე მდ. ველინოს შესართავთან. ამჟამად ისტორიული ტბის აუზში მხოლოდ მცირე ტბები რიპასოტილი და კანტალისია დარჩენილი.