რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე
ვიკიპედიიდან
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე |
|
---|---|
ზოგადი ცნობები | |
რეგიონის კოდი: | GE-RL |
ფართობი: | 4.954 კმ² |
მოსახლეობა: | 51 ათასი (2002) |
ადმ. ერთეულები: | 4 რაიონი |
მთავარი ქალაქი: | ამბროლაური |
სახ. რწმუნებული: | ოთარ სირაძე |
ფოტოგალერეა | |
მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-RL. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ში მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
მხარის ფართობი შეადგენს 4954 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – 51 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 10 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური. მხარეში 256 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი - 3: ამბროლაური, ონი, ცაგერი;
- დაბა – 2: ლენტეხი, ხარისთვალა;
- სოფელი - 251.
გ===ადგილობრივი მმართველობა===
მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: რაიონის გამგეობა - 4, სოფლის საკრებულოები - 56. საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ონის რაიონის 2 საკრებულოზე (ყოფილი ჯავის რაიონის ნაწილი). მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული.
[რედაქტირება] ეკონომიკა
მხარის უდიდესი ნაწილი მაღალმთიანია და ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ემყარება. რეგიონში განვითარებულია მემცენარეობა (ძირითადად მეკარტოფილეობა, მევენახეობა) და მეცხოველეობა.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობები
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
- ნიკორწმინდის ეკლესია
- ბარაკონის ტაძარი
- ხოტევის ციხე
- მინდა ციხე
- მრავალძალის ეკლესია
- კვარაციხე
[რედაქტირება] ისტორია
მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:
[რედაქტირება] ქართული რესურსები ინტერნეტში
- ბმული
რედ. საქართველოს მხარეები |
აფხაზეთი • აჭარა • თბილისი • გურია • იმერეთი • კახეთი • მცხეთა-მთიანეთი • რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი • სამეგრელო-ზემო სვანეთი • სამცხე-ჯავახეთი • ქვემო ქართლი • შიდა ქართლი |