მუსიკალური ჟანრი
ვიკიპედიიდან
მუსიკალური ჟანრი არის მუსიკალური ნაწარმოების კატეგორია (ან ჟანრი), რომელიც "ძირითად მუსიკალურ ენას" ან ამა თუ იმ სტილს განეკუთვნება (პეტერ ვან დერ მერვე 1989, გვ.3). მუსიკა ასევე შეგვიძლია განვიხილოთ ისეთი არამუსიკალური კატეგორიის მიხედვით, როგორიცაა გეოგრაფიული წარმოშობა, რაც თავის მხრივ, მრავალ ქვე-ჟანრს მოიცავს. მუსიკალური ჟანრი (ან ქვე-ჟანრი) განისაზღვრება ხერხების, სტილის, კონტექსტისა და თემების (არსი, განწყობა) მიხედვით.