See also ebooksgratis.com: no banners, no cookies, totally FREE.

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ბაკინგემის სასახლე - ვიკიპედია

ბაკინგემის სასახლე

ვიკიპედიიდან

ბუკინგემის სასახლე და ვიქტორიის მემორიალი.
ბუკინგემის სასახლე და ვიქტორიის მემორიალი.

ბაკინგემის სასახლე (Buckingham Palace) ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენციაა ლონდონში. ”ბაკინგემის სასახლე”, ან შემოკლებით ”სასახლე” გახდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადებების წყაროს სინონიმი. სასახლე სახელმწიფო ღონისძიებათა და სამეფო დღესასწაულების გამართვის ადგილია. სასახლეში ასევე ჩერდებიან ოფიციალური ვიზიტით მყოფი სხვა სახელმწიფოების მეთაურები. სასახლის წინა მოედანი ხშირად ბრიტანელთა აზრის მასობრივი გამოხატვის მთავარი სცენაა სხვადასხვა ვითარებაში.

სასახლეს თავდაპირველად ბაკინგემის სახლი ერქვა და ის ბაკინგემის ჰერცოგისთვის აშენდა 1703 წელს. 1762 წელს მეფე ჯორჯ III-მ იგი საკუთარი კერძო რეზიდენციისთვის შეისყიდა. მომდევნო 75 წელიწადში სახლი მნიშვნელოვნად გაფართოვდა არქიტექტორების ჯონ ნეშის და ედვარდ ბლორის მიერ - ცენტრალურ ეზოს ირგვლივ სამი ფრთა შემოემატა. ბაკინგემის სასახლე მონარქის ოფიციალური სამეფო რეზიდენცია გახდა დედოფალი ვიქტორიის კორონაციის დროს 1837 წელს. ბოლო მნიშვნელოვანი არქიტექტურული დამატებები მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გაკეთდა - დამატებულ იქნა ვრცელი ფრთა ფასადით აღმოსავლეთის მდელოსკენ, მარმარილოს არკამ კი სპიკერს კორნერთან გადმოინაცვლა ჰაიდ-პარკში. აღმოსავლეთის მთავარი ფასადი შეიმოსა პორტლანდის ქვით 1913 წელს, რამაც ბაკინგემის დღევანდელი ”საზოგადოებრივი სახე” შექმნა, ცნობილი აივნის ჩათვლით.

ბაკინგემის სასახლის ბაღები ლონდონში უდიდესია კერძო ბაღთაგან; მისი თავდაპირველი დიზაინი ეკუთვნის კეპებილიტი ბრაუნს (ლანსელოტ ბრაუნი), მოგვიანებით იგი უილიამ ტაუნსენდ ვილტონმა და ჯონ ნეშმა გადააკეთეს. ხელოვნური ტბა 1828 წელს დასრულდა, მას წყალი ჰაიდ-პარკის სერპენტინის ტბიდან მოეწოდება.


aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -