სვანური ენა
ვიკიპედიიდან
სვანური ენა ლუშნუ ნინ |
|
---|---|
მოლაპარაკეთა რაოდენობა | დაახ. 30.000 |
გავრცელებულია | საქართველო |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | კავკასიური ენები |
დამწერლობის სისტემა | ქართული დამწერლობა |
ოფიციალური სტატუსი | - |
ენის კოდები | sva |
სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ) ქართველური ენების ჯგუფს მიეკუთვნება და საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში, ძირითადად სვანეთში მცხოვრები ხალხის მშობლიური ენაა. სვანურად დაახ. 30.000 ადამიანი საუბრობს მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, ენგურის, ცხენისწყლისა და კოდორის ხეობის გასწვრივ მდებარე დასახლებებში. სვანურად მოსაუბრე ადამიანთა ნაწილი აფხაზეთის რეგიონში ცხოვრობს, რაც დაახ. 2500 ადამიანი უნდა იყოს, თუმცა იქ არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება მათი რიცხვის ზუსტად დადგენას თითქმის შეუძლებელს ხდის.
სვანური ენა ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობაში გამოიყენება. მას წერილობითი სტანდარტი ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. სვანურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ასევე ფლობს ქართულსაც, ქვეყნის ოფიციალურ ენას. სვანურის ფორმალური სწავლება არ არსებობს და ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითიდღე კლებულობს გაუარესებული ეკონომიკური ვითარებით სვანი მოსახლეობის ქვეყნის სხვა რეგიონებში გაფანტვის გამო. სვანური ენა ამჟამად გაქრობის საშიშროების ქვეშ დგას, ვინადან ახალი თაობის უმეტესობა მას თავისუფლად უკვე ვეღარ ფლობს.
[რედაქტირება] ისტორია
სვანური ყველაზე გამორჩეული (განსხვავებული) წევრია ქართველურ ენათა შორის, და დანარჩენი სამი ენის (ქართული, ლაზური და მეგრული) ცოდნით მისი გაგება შეუძლებელია. მიიჩნევენ, რომ სვანური ქართველურ ენებს გაემიჯნა ძვ.წ. II ათასწლეულიდან, დაახ. ათასი წლით ადრე, ვინემ მას დანარჩენი ორი ენაც გამოეყოფოდა. ეს ფაქტი შესაძლოა განპირობებული იყოს სვანი მოსახლეობის შედარებით მიუვალ გეოგრაფიულ პირობებში განსახლებით, რაც სხვა ქართველურ ტომებთან აქტიურ ურთიერთობას გარკვეულწილად ზღუდავდა.
[რედაქტირება] დიალექტები
სვანური ენა შემდეგ დიალექტებად და სუბ-დიალექტებად იყოფა:
- ბალსზემოური (დაახ. 15.000 მოსაუბრე): უშგული, კალა, იპარი, მულახი, მესტია, ლენწერი, ლათა.
- ბალსქვემოური (დაახ. 12.000 მოსაუბრე): ბეჩო, ცხუმარი, ეწერი, ფარი, ჭუბეხი, ლახამი.
- ლაშხური
- ლენტეხური: ხელედი, ხოფური, რწყმელური, ჭოლური.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Official web-site of Svaneti
- სვანური ენის ეთნოლოგიური მოკვლევა
- სვანური მონაცემთა ბაზაში TITUS
- ECLING - სვანური (აუდიო/ვიდეო ნიმუშებით).
- სვანეთი, სვანური ენა, სვანური სიმღერები
ქართველური ენები | |
ქართული | მეგრული | ლაზური | სვანური | |
ქვეჯგუფი: კავკასიური ენები. |