პუატუ-შარანტი
ვიკიპედიიდან
პუატუ-შარანტი (ფრ. Poitou-Charentes) არის რეგიონი დასავლეთ საფრანგეთში ატლანტის ოკეანესთან. შედგება 4 დეპარტამენტისაგან: Charente, Charente-Maritime, Deux-Sevres, Vienne. აქ მდებარეობს კონიაკი, საიდანაც სახელი მიიღო ცნობილმა სასმელმა.
- ფართობი - 25,8 ათასი კვ.კმ.,
- მოსახლეობა - 1,6 მლნ.
- ქალაქები: პუატიე, ლა-როშელი, ნიორი, ანგულემი.
რეგიონი რომაული პროვინცია აკვიტანიის ნაწილი იყო. მე-5 ს-ში გოთებმა დაიპყრეს, 507 წელს ფრანკებმა. ასწლიანი ომის დროს საცილობელი იყო ინგლისსა და საფრანგეთს შორის. 1456 წელს საფრანგეთის შემადგენლობაში შევიდა.