აკვიტანია
ვიკიპედიიდან
აკვიტანია (ფრ. Aquitaine, ოქც. Aquitania) არის რეგიონი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ატლანტის ოკეანესა და პირენეებს შორის, ქმნის ბუნებრივ საზღვარს ესპანეთთან. შედგება 5 დეპარტამენტისაგან: Pyrenees-Atlantiques, Dordogne, Gironde, Lot-et-Garonne, Landes.
- ქალაქები: ბორდო, მონ-დე-მარსანი, პო, პერიგე, ლურდი.
- ფართობი - 41,4 ათასი კვ.კმ.
- მოსახლეობა - 2,9 მლნ.
იგი წარმოადგენდა რომის იმპერიის პროვინცია აკვიტანიას. შუა საუკუნეებში საჰერცოგო იყო, რომელიც 1137 წელს საფრანგეთმა შეიერთა. მე-13 საუკუნიდან გიენი (Guyenne) ეწოდებოდა. ჟირონდის დეპარტამენტში ამზადებენ საუკეთესო წითელ ღვინოებს – Margaux, St.Julien.