მანიუს კურიუს დენტატუსი
ვიკიპედიიდან
მანიუს კურიუს დენტატუსი (ლათ. Manius Curius Dentatus) (? - ძვ. წ. 270) რომის ოთხგზის კონსული, მხედართმთავარი და ცენზორი.
მანიუს კურიუსი პლებეურ ოჯახში დაიბადა. პლინიუსის თანახმად იგი კბილებიანი დაიბადა, აქედანაც წარმოიშვა მისი მეტსახელი დენტატუსი.
კონსულად პირველად დენტატუსი აირჩიეს ძვ. წ. 290 წელს პუბლიუს კორნელიუს რუფინუსთან ერთად. მან წარმატებით იომა სამნიტების წინააღმდეგ და დაამარცხა აჯანყებული საბინები. ამრიგად ერთი კონსულობისას მან ორჯერ გადაიხადა ტრიუმფი.
მეორედ კი იგი კონსულად გარდაცვლილი კონსულის ნაცვლად აირჩიეს ძვ. წ. 284 წელს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო დენტატუსის მესამე კონსულობა ძვ. წ. 275 წელს, როდესაც იგი კორნელიუს ლენტულუს კაუდინუსთან ერთად აირჩიეს. მან ბენევენტუმთან ბრძოლაში დაამარცხა პიროსი და აიძულა იგი საბოლოოდ დაეტოვებინა იტალია.
მეოთხედ იგი შემდეგ ძვ. წ. 274 წელს აირჩიეს სერვიუს კორნელიუს მერენდასთან ერთად.
ძვ. წ. 272 წელს კი დენტატუსი ცენზორად აირჩიეს.