მესამე სამნიტური ომი
ვიკიპედიიდან
მესამე სამნიტური ომი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
სამნიტური ომების ნაწილი | |||||||
იტალიის ერები |
|||||||
|
|||||||
მხარეები | |||||||
რომის რესპუბლიკა | სამნიუმი |
სამნიტური ომები |
პირველი სამნიტური ომი |
მეორე სამნიტური ომი |
მესამე სამნიტური ომი |
მესამე სამნიტური ომი იყო სამნიტური ომების სერიის უკანასკნელი ომი. ამ ომის შედეგად რომმა საბოლოოდ დაიმორჩილა ცენტრალური და სამხრეთ იტალიის ერები ბერძნების გარდა. ამავდროულად რომი ომობდა ეტრუსკებთან და ჩრდილოეთ იტალიის ერებთან, რომლებიც ასევე დაიმორჩილა და საბოლოოდ დაიმკვირდა აპენინის ნახევარკუნძულზე ჰეგემონობა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ომის დაწყება
ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში რომაელები ეტრუსკებთან ომით იყვნენ დაკავებულნი. ამით ისარგებლეს რომის ძველმა მტრებმა სამნიტებმა, რომლებიც უკვე ორჯერ იყვნენ დამარცხებულნი და ახალი ომისთვის მზადება დაიწყეს. ძვ. წ. 298 წელს, რომის დაარსებიდან 456 წელს სამნიტებმა სცადეს ლუკანელებთან სამხედრო კავშირის შექმნა. უარის მიღების შემდეგ კი ლუკანელების მიწებზე შეიჭრნენ. ლუკანელებმა ელჩები გაგზავნეს რომში დახმარების სათხოვნელად.
სენატმა მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდნენ ლუკანელებს და სამნიტებისგან ზარალის ანაზღაურება მოეთხოვათ.სამნიტებმა არა მარტო უარი თქვეს შეთანხმებაზე, არამედ დაიმუქრნენ რომ თუ ელჩები სამნიუმში ჩავლენ, ცოცხლებს მათ უკან აღარ გამოუშვებდნენ. როდესაც ამის შესახებ რომში შეიტყვეს, გადაწყვიტეს სამნიტებისთვის ომის გამოცხადება.
[რედაქტირება] საომარი მოქმედებების დაწყება
სამნიუმში ომი კონსულ გნეუს ფულვიუსს ერგო. მან ბოვიანუმთან ბრწყინვალეთ დაამარცხა სამნიტები, აიღო ბოვიანუმი და აუფიდენა. ამის შემდეგ იგი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.
შემდეგ ძვ. წ. 297 წელს ეტრუსკებს არ ჰქონდათ ომის თავი, ამიტომ რომაელთა ყურადრება მთლიანად სამნიუმზე გადავიდა. სამნიტების დასაბნევად ახალმა კონსულებმა კვინტუს ფაბიუსმა და პუბლიუს დეციუს მუსმა ჯარები სხვადასხვა გზებით წაიყვანეს.
მძიმე ბრძოლა დაიწყო, რომაელებმა სცადეს სამნიტების მოტყუება და მხედრების სამნიტების ზურგში გაშვება, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა. ამის შემდეგ ფაბიუსი სხვა ეშმაკობაზე წავიდა, მან ხმამაღლა განაცხადა რომ დეციუსი თავისი ლეგიონებით მათ უახლოვდებათ, ამ ცნობამ შეაგულიანა რომაელები და დააფრთხო სამნიტები. სწორედ ამან მოუტანა რომაელებს ბრძოლაში გამარჯვება.
ფაბიუსმა სამნიუმში ომი წარმატებით განაგრძო, მან 86ჯერ აიღო მტრის ბანაკი და დაიკავა ქალაქი ციმეტრიუმი. ამ მოვლენების შემდეგ ფაბიუსი რომში დაბრუნდა არჩევნების ჩასატარებლად.
პუბლიუსმა მოიპოვა გამარჯვება მალევენტთან აპულიელების წიააღმდეგ. შემდეგ იგი სამნიუმში ჩავიდა და ფაბიუსთან ერთად დათარეშობდა 5 თვის მანძილზე.
ყველა ცენტურიამ იგი აირჩია კონსულად, მასთან ერთად აირჩიეს აპიუს კლავდიუსი ასევე პატრიციუსი, თუმცა კანონის თანახმად ერთერთი კონსული პლებეი უნდა ყოფილიყო. მან უარი განაცხადა თანამდებობაზე და ნახევარი წლით დაინიშნა პროკონსულად დეციუსთან ერთად სამნიუმთან ომისთვის.
პროკონსულმა ფაბიუსმა სამნიუმში საქმე იქამდე მიიყვანა რომ სამნიტთა ჯარები ეტრურიაში გაიქცნენ, რათა ეტრუსკები თავისკენ გადმოებირებინათ. ამასობეში კვინტუს ფაბიუსმა რამდენიმე მდიდარი სამნიტური ქალაქი აიღო.
[რედაქტირება] სამნიტების და ეტრუსკების გაერთიანება
იხ. სამნიტების და ეტრუსკების გაერთიანება რომის წინააღმდეგ
სანამ სამნიტური ჯარები ეტრურიაში იყვნენ, დეციუსმა აიღო რამდენიმე სამნიტური ქალაქი და გაძარცვა.
[რედაქტირება] ომი ეტრუსკების დამარცხების შემდეგ
ეტრუსკების დამარცხების შემდეგ კონსულებად ლუციუს პოსტუმიუს მეგელუსი და მარკუს ატილიუს რეგულუსი იყვნენ არჩეულნი. სამნიტებმა სამი ჯარი შეკრიბეს, ერთი ეტრურიაში გასაგზავნად, მეორე კამპანიაში სათარეშოთ და მესამე საზღვრების დასაცავად.
ლეგიონები სამნიუმში მარკუს ატილიუსმა წაიყვანა. მტრები ერთმანეთის სიახლოვეში დაბანაკდნენ. სამნიტებმა განიძრახეს რომაული ბანაკის აღება. სამნიტებმა ამისთვის ნისლიანი ამინდით ისარგებლეს და შეიჭრნენ ბანაკში. რომაელებმა შეძლეს სამნიტების ბანაკიდან გაგდება. სამნიტებმა 300 ჯარისკაცი დაკარგეს, რომელებმა კი დაახლოვებით 700.
ამასობაში სამნიუმისკენ დაიძრა მეორე კონსულიც. გზად მან მილონიუმი აიღო. ფეტრირუმში კი რომაელების მოსვლას არ დაელოდნენ. მოსახლეობამ დატოვა ქალაქი.
მარკუს ატილიუსისთვის ომი ასეთი მარტივი არ იყო. მისი ჯარები კიდევ ერთხელ შეებრძოლა სამნიტებს ლუცერიუმთან. დღის ბოლოს რომაელებმა ვერ მოიპოვეს დამაჯერებელი გამარჯვება, თან მათ ძალიან ბევრი მეომარი დაკარგეს. სამნიტების მორალური მდგომარეობაც არ იყო უკეთესი და დილით მათ ბრძოლის გარეშე წასვლა უნდოდათ. დასახევად სამნიტებს რომაული ბანაკის გასწვრივ უნდა გაეარათ. რომაელებს კი ეგონათ რომ სამნიტები მათი ბანაკის აღებას აპირებდნენ. კონსულმა ბრძანა ბრძოლისთვის მომზადება, თან იგი ამხნევებდა მეომრებს.
ბრძოლა საკმაოდ უღიმღამოთ დაიწყო, შემდეგ სამნიტებმა საგრძნობლად შეუტიეს. ბოლოს კი რომაელებმა შეძლეს სამნიტების უკან დახევა, ალყის შემორტყმა და დამარცხება. 7 800 სამნიტუი ტყვედ ჩაბარდა 4 000 კი დაიღუპა. რომაელებმაც დაახლოვებით 7 800 ადამიანი დაკარგეს. ამის შემდეგ კონსულის ჯარები შეხვდა სამნიტ მეომრებს, რომლებიც რომაულ დასახლებებში თარეშობდნენ. კონსულმა კიდევ ერთხელ დაამარცხა სამნიტები და გაათავისუფლა რომაელი ტყვეები. ტყვეთ ჩავარდნილი სამნიტები კი კონსულმა უღელქვეშ გაატარა.
[რედაქტირება] სამნიტების ნაფიც ჯართან ბრძოლა
ძვ. წ. 293 წელს კონსულად ლუციუს პაპირიუს კურსორის ვაჟი იქნა არჩეული კონსულად. ამ წელს სამნიტები ომისთვის საგანგებოთ მოემზადნენ. მათი იარაღი მორთული იყო, ჯარისკაცებს კი ქურუმებმა რიტუალები ჩაატარებინეს ღმერთების დახმარების მისაღებად. ხოლო თუ ვინმე უარს ამბობდა, იგი იუპიტერს ეწრებოდა მსხვერპლად.
[რედაქტირება] ომის დასრულება ძვ. წ. 292 - ძვ. წ. 290 წლები
ძვ. წ. 292 წელს რომაელთა მხედართმთავარი გახდა კონსული ფაბიუს გურგესი, რომელმაც წარუმატებლად წარმართა ომი. სენატი აპირებდა მის შეცვლას, მაგრამ მისი მამა ჩაერია კვინტუს ფაბიუსი და მოითხოვა მისი შვილთან გაგზავნა ლეგატად. მამის დახმარებით კონსულმა დაამარცხა მტერი და რომში ტრიუმფით დაბრუნდა. სამნიტების მხედართმთავარი გაიუს პონტიუსი გამოატარეს ტრიუმფალურ მსვლელობაზე და თავი მოკვეთეს.
290 წელს კონსულმა მანიუს კურიუს დენტატუსმა საბოლოოდ დაამარცხა სამნიტები, რის შემდეგაც ამ უკანასკნელებმა ომის დასრულება მოითხოვეს. ეს იყო სამნიტებზე უკანასკნელი გამარჯვრჯვება, რის შემდეგაც რომაელთა ჰეგემონოიას იტალიაში მხოლოდ გალები და ბერძნული ქალაქები არ ემორჩილებოდნენ.