See also ebooksgratis.com: no banners, no cookies, totally FREE.

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
იოზეფ გებელსი - ვიკიპედია

იოზეფ გებელსი

ვიკიპედიიდან

გიობელსი, პაულ იოზეფ (გერმ. Paul Josef Goebbels) (* 29 ოქტომბერი 1897; რაიდტი (მიონხენგლადბახი), გერმანია; † 1 მაისი 1945; ბერლინი, გერმანია) - გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი, გერმანული ლიტერატურის და ფილოსოფიის დოქტორი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი მესამე რაიხის ხანაში. უამრავ სახელმწიფო და პარტიულ თანამდებობეთან ერთად 1933-1945 წ.წ. ეკავა სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრის პოსტი.


სექციების სია

[რედაქტირება] ადრეული წლები

გიობელსი დაიბადა 1897 წელს რაიდტში (გერმ. Rheydt) (რაინლანდი) დღიური მუშის ფრიც გიობელსის და მისი მეუღლის კატარინას (გერმ. Katharina Odenhausen) კათოლიკურ ოჯახში. ჰყავდა ორი უფროსი ძმა, კონრადი და ჰანსი და უმცროსი და მარია. 4 წლის ასაკში გიობელსი დაავადდა ძვლის ტვინის ანთებით, რამაც მარჯვენა თეძოს ძვალი დაუმახინჯა და იგი მთელი ცხოვრების მანძილზე კოჭლი დარჩა. სოციალურად დაბალი ფენიდან წარმომავლობამ და ფიზიკურმა ნაკლმა (გარდა სიკოჭლისა გიობელსი ტანმორჩილიც იყო. დაახ. 155 სმ სიმაღლის) განაპირობა მისი უსაღვრო პატივმოყვარეობის გრძნობის ადრეულ ასაკშივე ჩამოყალიბება, რისი შედეგიც იყო გიობელსის მიერ 1917 წელს წლის საუკეთესო სკოლადამთავრებულის ატესტატის აღება.

იმავე 1917 წელს იგი სამხედრო კომისიის მიერ დაწუნებულ იქნა და აეკრძალა პირველ მსოფლიო ომში მოხალისედ წასვლა. რაკი სამხედრო კარიერის გაკეთების შანსი აღარ ჰქონდა გიობელსმა სწავლა დაიწყო ნიდერლანდებში იეზუიტთა სემინარიაში და გადაწყვიტა მღვდელი გამხდარიყო. თუმცა მალე ეს გადაწყვეტილება მან შეიცვალა და ლიტერატურასა და ფილოსოფიას ეუფლებოდა ბონის, ბერლინის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1921 წელს მიუნხენის "ლუდვიგ-მაქსიმილიან-უნივერსიტეტში" დაიცვა სადოქტორო დისერტაცია "გერმანულ რომანტიზმზე".

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გიობელსი "ორიენტაციადაკარგული" იყო და "იდეოლოგიურ კრიზის" განიცდიდა. დამარცხების გრძნობას თან დაერთო ფინანსური პრობლემებიც. მიუხედავად დოქტორის ხარისხისა მის ლიტერატურული ამბიციები სხვადასხვა გამომცემლობათა არქივებში იკარგებოდა. 1920 წელს გიობელსი მისმა მეგობარმა ქალმა ანკა შტალჰერმმა (გერმ. Anka Stalherm) მიატოვა. 1922 წლიდან იგი გატაცებული იყო ოსვალდ შპენგლერის და ჰიუსტონ სტიუარტ ჩემბერლენის ნაშრომებით. ყოველმხრივ გზამოჭრილი გიობელსი ამ პერიოდიდან დაუკავშირდა მემარჯვენე რადიკალურ წრეებს და თანდათანობით ანტისემიტი გახდა, რითაც იგი საკუთარ ცხოვრებასთან წინააღმდეგობაში მოვიდა. მისი ახალი მეგობარი ქალი ელზე იანკე (გერმ. Else Janke) დედის მხრიდან ებრაელი იყო.

1923 წელს ელზე იანკეს დახმარებით გიობელსმა შეძლო სამსახურის პოვნა "დრეზდნერ ბანკში", რომელიც მან 9 თვის შემდეგ ისევ დაკარგა. ამ დღიდან გიობელსი კაპიტალიზმში ხედავდა ებრაელთა შეთქმულებას მსოფლიოს წინააღმდეგ.

[რედაქტირება] აღმავლობის ხანა

[რედაქტირება] თანამშრომლობა გრეგორ შტრასერთან

გიობელსი XX ს-ის 20-იან წლებში
გიობელსი XX ს-ის 20-იან წლებში

გიობელსი, რომელიც რაინლანდსა და ვესტფალიაში აგიტატორობდა, გრეგორ შტრასერის პირადი მდივანი გახდა. 1925 წლის 1 ოქტომბრიდან ძმებ შტრასერებთან ერთად იგი გამოსცემდა "ნაციონალ-სოციალისტურ წერილებს". კრიტიკოსები მემარჯვენე ბანაკიდან გიობელსს "კომუნისტურ" წერის მანერაში დებდნენ ბრალს. იგი ძმებ შტრასერებთან ერთად პარტიის მემარცხენე ფრთის წევრი იყო, რომლებიც "სოციალისტური" ამბიციებს "ნაციონალურზე" წინ აყენებდნენ.

ამ პერიოდში გიობელსი არათუ უარყოფდა პოლიტიკურ კავშირ სსრკ-თან, არამედ ლენინით იმდენად აღფრთოვანებული იყო, რომ ამ უკანასკნელში "რუსეთის ნაციონალურ გამათავისუფლებელს" ხედავდა. მისი აზრით "გერმანიასაც არ უნდა ებრძოლა კაპიტალიზმითვის". მიუხედავად ყოველივე ამისა გიობელსი არამც და არამს თავს "კომუნისტად" არ გრძნობდა.

ცხოვრების ამ პერიოდში იგი დისტანციას იკავებდა ჰიტლერის მიმართაც. მისთვის მიუღებელი იყო ინდუსრიის მაგნატებისაგან პარტიის დაფინანსება, რასაც ჰიტლერი სიამოვნებით აკეთებდა. ამასთან ერთად გიობელსის აზრით პარტიის ცენტრალური ოფისი მიუნხენიდან სადმე, ჩრ. გერმანიაში უნდა გადასულიყო და ჰიტლერის ნაცვლად პარტიას სათავეში გრეგორ შტრასერი უნდა ჩადგომოდა.

გიობელსის პოზიცია ჰიტლერს შეუმჩნეველი არ დარჩენია. იგი აფასებდა მას როგორც ნიჭიერ პროპაგანდისტს და შეეცადა გიობელსი შტრასერის ფრაქციისთვის ჩამოეშორებინა. რაც წარმატებით შეასრულა კიდეც. ჰიტლერმა გიობელსს "მაინ კამპფი"-ის ის თავები წააკითხა, რომელშიდაც პროპაგანდაზე და ორგანიზაციულობაზე დიდ იმედებს ამყარებდა. გიობელსი იმდენად არფრთოვანებული დარჩა წანაკითხი თეზებით, რომ იმ დღიდან ჰიტლერის უერთგულეს თანამებრძოლად იქცა.

[რედაქტირება] პირველი საჯარო გამოსვლები ბერლინში

[რედაქტირება] "ანგრიფი"

მომდევნო პერიოდული ორგანო, რომლიეც გიობელსმა გამსცა იყო გაზეთი "ანგრიფი" (გერმ. Der Angriff). მის გამოცემას 1927 წლის 4 ივლისს წინ უძღოდა გიობელსის მიერ "პლაკატიზირებული" სარეკლამო კამპანია. მიუხედავად ამისა გაზეთი თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე კიოსკში იყიდებოდა, რითაც გიობელსი უკმაყოფილო დარჩა. მან გაზეთს ახალი, "მუშური" სახე მისცა და დაუპირისპირა "მჩაგვრელთა" ფენას.

1927 წლის 29 ოქტომბერს გიობელსს ნება დართეს კვლავ თავისუფლად გაეგრძელებინა ჟურნალისტური საქმიანობა. "ანგრიფი" მის საყვირად იქცა. ამიერად იგი თითქმის ყოველდღიურად მთავარ გვერდზე პოლიტიკური მტრების ლანძღვა-გინებით გაჟღენთილ სტატიას ათავსებდა. ამ პერიოდისათვის გიობელსი უკვე "შინაური კაცი" გახდა ბერლინში. როგორც თვითონ ამბობდა ბერლინმა იგი "მტკიცე" და "ცივი" გახადა. იყენებდა რა გესლიან ირონიას და ბერლინულ ჟარგონს იგი თავდაუზოგავად ესხმოდა "მტრებს" თავის სტატიებში.

[რედაქტირება] პროპაგანდის მეთაური

გიობელსი ტრიბუნაზე 1929 წელს
გიობელსი ტრიბუნაზე 1929 წელს

1939 წლის 9იანვარს გიობელსი დაინიშნა ნაცისტური პარტიის პროპაგანდის განყოფილების ხელმძღვანელად მთელი რაიხის მასშტაბით (გერმ. Reichspropagandaleiter). ამ გარემოებამ ფრთები შეასხა მის იდეების - მასობრივი სანახაობრივი ღონისძიებების, მარშების, დაკრძალვების და სხვათა - რეალობაში გადატანას. ყოველივე ამას გიობელსი იმდენად დახვეწილად და სრულყოფილად ატარებდა, რომ თვეითოვნე მოდიოდა განცვიფრებაში იმ გარემოებით თუ როგორ ადვილად შეიძლებოდა ფართო მასების სიტყვით მანიპულირება.

პროპაგანდისტულ საქმიანობასთან ერთად გიობელსი ხელმძღვანელობდა აგრეთვე პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ გატარებულ მატერორიზებელ აქციებს "SA"-ს წევრების მიერ. მისი გაზეთის ფურცლებზე "SA"-ს მებრძოლები "გმირების" ეპითეტებით იყვნენ შემკობილნი.

[რედაქტირება] არჩევნები

1930 წლის 14 სექტემბრის არჩევნებისატვის გიობელსმა მობილიზება გაუკეთა მთელ პარტიას. მან განაცხადა რომ ნაცისტების პროგრამა-მინიმუმი იყო რაიხსტაგში 40 ადგილის მოპოვება. დაახლოებით 6.000-მდე შეკრებაში, რომელზეც გიობელსის შერჩეული ორატორები გამოიდოდნენ ხდებოდა ნაცისტური პარტიის პროპაგირება. მისივე ბრძანებით დაბეჭდილ იქნა უამრავი პლაკატი და საინფორმაციო ბროშურა, პარტიის გაზეთები გაოთხმაგებული ტირაჟით გამოდიოდა. არჩევნების შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბეს. "NSDAP" ამომრჩეველტა ხმების 18% მოაგროვა და რაიხსტაგში 107 დეპუტატი გაიყვანა. ამ წარმატებამ გიობელსის ავტორიტეტი უზომოდ გაზარდა. გადაჭრილ იქნა მისი ფინანსური პრობლემებიც. ინდუსტრიის მაგნატების "შემოწირულობებმა" საშუალება მისცა გიობელსს "ანგრიფი" ყოველდღიურ გაზეთად გადაექცია.

[რედაქტირება] ხელისუფლებაში მოსვლის წინ

1932 წლის 31 ივლისს ნაცისტებმა კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას მიაღწიეს - მათ რაიხსტაგში გაიყვანეს 230 დეპუტატი. თუმცა ამ წარმატებას ადექვატური შედეგი ცალკეული მიწების ლოკალური არჩევნების დროს არ მოჰყოლია და პარტია ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა. შტრასერი ამ პრობლემიდან გამოსავალს სხვა პარტიებთან კოალიციაში ხედავდა, თუმც გიობელსმა შეძლო დაერწმუნებინა ჰიტლერი უარეყო კოალიციური შემოთავაზებები.

ულბრიხტი და გიობელსი გაფიცვაზე
ულბრიხტი და გიობელსი გაფიცვაზე

თუმცა არსებობდა გამონაკლისებიც. 1932 წლის ბერლინის მუშათა გაფიცვის დროს, იმისათვის რომ არ დაეკარგათ ხმები მუშათა რიგებში, ნაცისტები კომუნისტებთან ერთად იბრძოდნენ მათი უფლებების დასაცავად. არსებობს სურათი, რომელზეც გიობელსი და ულბრიხტთან ერთადაა მიტინგზე. ამ გამონაკლისმა 1932 წლის არჩევნებში ნაცისტებს ბევრი ხმა დააკარგინა კონსერვატიულად განწყობილ თანამოაზრეებში.

ეს ნეგატიური ტენდენცია რომ შეეჩერებინა გიობელსმა უზარმაზარი საარჩევნო კამპანია წამოიწყო ლიპე-დეტმოლდის მიწის არჩევნების დროს. მიუხედავად იმისა რომ ეს მიწა ძალიან უმნიშვნელო იყო ნაცისტური პარტიის მთელი ელიტა ჩამოვიდა არცევნების მხარდასაჭერად. გიობელსის შრომამ შედგი გამოიღო. არჩევნებში წარმატება დიდი იყო, რასაც უფრო დიდი პუბლიცისტური ექო მოჰყვა.

1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერმა და მისმა თანამებრძოლებმა მიზანს მიაღწიეს: ჰიტლერი რაიხსპრეზიდენტმა ჰინდენბურგმა ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსკანცლერად დანიშნა. "SA"-ს პარადის დროს ბერლინში გიობელსი ჰიტლერის უკან იდგა. თავის დღიურში მან შემდეგი სიტყვები ჩაწერა: "ახალი რაიხი წარმოიშვა... ჩვენ მიზანთან ვართ. გერმანული რევოლუცია იწყება". და იქვე წინასწარმეტყველურად მიაწერა "აქედან მხოლოდ ჩვენს გვამებს თუ გაიტანენ". (გერმ. "Das neue Reich ist erstanden ... Wir sind am Ziel. Die deutsche Revolution beginnt. Hier wird man uns nur als Leichen wieder heraustragen").

[რედაქტირება] ხელისუფლებაში

[რედაქტირება] სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრი

1933 წლის 13 მარტს გიობელსი დაინიშნა "სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრად". მისი სამინისტროს დაქვემდებარებაში მოექცა ლიტერატურა, პრესა, თეატრი, რადიომაუწყებლობა, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კინო ინდუსტრია. პროპაგანდის წვეგანყოფილებების და "SD"-ს საშუალებით გიობელსმა გერმანია ტოტალური ცენზურის ქვეშ მოაქცია. იგი პერსონალურად ყოველდრე აკონტროლებდა მიმდინარე პროცესებს.

რადიომაუწყებლობა გიობელსი ყველა ბასრი იარაღი იყო. 1932 წელს მასზე სახელმწიფო მონოპოლია დაწესდა, რამაც ნაცისტებს ხელუსუფლებაში მოსვლის შემდეგ გაუადვილათ ზეგავლენა მოეხდინათ მოსახლეობის ფართო მასებზე რადიომაუწყებლობის საშუალებით. გიობელსის დახვეწილი პროპაგანდისული მანქანის ამუშავების შემდეგ იგი საზოგადოებრივი აზრის შექმნის ინსტრუმენტი გახდა სახელმწიფოს ხელში.

[რედაქტირება] გიობელსი და ებრაელები

იმ დროისათვის როცა გიობელსი ნაცისტურ პარტიაში შევიდა გამოკვეთილი ანტისემიტი არ იყო. უფრო მეტიც, იგი უაზრობად თვლიდა ყოველგვარ რასობრივ თეორიას. თუმცა მან მალევე შეამჩნია, რომ მის კარიერას ჰიტლერის გვერდით მომავალი მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუ ის ფიურერის ანტისემიტიზმს გაიზიარებდა. როგორც ნიჭიერმა პროპაგანდისტმა კარგად იცოდა თუ როგორ გამოეყენებინა ანტისემიტიზმის სარეკლამო პოტენციალი. ტირადებით, მიმართული ბერლინის პოლიციის შეფის მოადგილის - ვაისის წინააღმდეგ, იგი წლების განმავლობაში ართობდა დედაქალაქის პუბლიკას და ამავე დროს ვაისი, როგორც პიროვნება მისთვის უმნიშვნელო იყო.

დროთა განმავლობაში გიობელსი ფანატიკურ ანტისემიტად იქცა. იგი ყოველთვის ჭირვეულად მოითხოვდა "თავისი ბერლინი საბოლოოდ ენახა გაწმენდილი ებრაელებისგან". 1943 წლის დასაწყისისათვის გიობელსმა უკვე დაზუსტებით იცოდა რა ბედი ელოდათ ებრაელებს საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში და მაის საწინააღმდეგო არაფერი არ ჰქონდა.

[რედაქტირება] გიობელსი და "რაიხის კრისტალის ღამე"

გიობელსი იყო "რაიხის კრისტალის ღამის" (9/10 ნოემბერი 1938) პოგრომების ინიციატორი. 9 ნოემბრის ღამეს მიუნხენში ჰიტლერის 1923 წლის პუტჩისადმის მიძღვნილ ღონისძიებაზე მან ებრაელები დაადანაშაულა 2 დღით ადრე ერნსტ ედუარდ ფომ რათზე მოწყობილ თავდასხმაში. თავის სიტყვაში მან ახსენა მაგდებურგსა და ჰესენში მომხდარი პოგრომები და გადაკვრით მიანიშნა მსმენელებს რომ პარტია ანტიებრაულ აქციებს წინ არ აღუდგებოდა. ღონისძიებაზე მყოფმა გაულაიტერებმა და "SA"-ს მეთაურებმა ეს სიტყვები პირდაპირ ბრძანებად მიიღეს და შესაბამისი დირექტივები დაუგზავნეს ხელქვეითებს.

პოგრომის აქციები პარტიის მიერ ერთსულოვნად არ ყოფილა გაზიარებული. უპირველეს ყოვლისა "გესტაპო" და "SD" იყვნენ ამის მოწინააღმდეგეები. ამის გამო გიობელსმა პირდაპირ თავის თავზე არ აიღო დანაშაულის სიმძიმე, არამედ "სახალხო რისხვას" გაადააბრალა ყოველეივე. დღიურში მან შემდეგი სიტყვები ჩაწერა: "მე ფიურერს წარვუდგინე შესაძლებლობა, მან გადაწყვიტა: დემოსტრაციები გაგრძელდეს, პოლიციამ უკან დაიხიოს. ებრაელებმა ერთხელ მაინც უნდა იგრძნონ სახალხო რისხვა. ეს მართებულია. მე შესაბამისი მითითებები მივეცი პოლიციას და პარტია".

[რედაქტირება] მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომის დაწყება გიობელსს არ გახარებია. მან იცოდა. რომ ეს ომი მოსახლეობის ფართო ფენებში არაპოპულარული იყო და დამარცხების შიში ჰქონდა. "ღმერთმა მოიღოს მოწყალება ჩვენზე, თუ ამ ომს წავაგებთ" - ეს სიტყვები დასცდა მას, როდესაც მიიღო ცნობა დიდი ბრიტანეთის ომში ჩაბმის თაობაზე. მიუხედავ ყოვლისა იგი ძალას და უნარს არ იშურებდა "ფიურერის და ხალხის" (როგორც თვითონ ამბობდა) გამარჯვებისათვის.

[რედაქტირება] საბრძოლო განწყობის უზრუნველყოფა

ომის დაწყებისთანავე მისი ბრძანებით ( "განკარგულება რადიომაუწყებლობაზე განსაკუთრებული ზომების მიღების შესახებ" ) აიკრძალა უცხოური რადიოსადგურების მოსმენა.

"ვინც კი გაავრცელებს ახალ ამბებს, რომლებიც გერმანელი ხალხის საბრძოლო სულისკვეთებას ზიანს აყენებს, ციხეში იქნება ჩასმული და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სიკვდილით იქნება დასჯილი" - ნათქვამი იყო ბრძანებაში.

1940 წლიდან გიობელსი გამოსცემდა ყოველკვირეულ გაზეთ "რაიხს" ( გერმ. "Das Reich" ). თავისი სტატიებით, როგორც გაზეთის წამყვანი კორესპონდენტი, წარმოთქმული სიტყვებით პარტიულ შეკრებებზე და რადიოგამოსვლებით გიობელსი ყველანაირად ცდილობდა გერმანლი ხალხის ნების და საბოლოო გამარჯვების რწმენის განმტკიცებას. მისი შეუქცევადი არგუმენტები იყო: ფიურერი, როგორც მსოფლიო ისტორიული მოვლენა და გერმანელის ხალხის ეკონომიკური, სამხედრო და უპირველეს ყოვლისა კულტურული პირველობა მსოფლიოს ხალხებს შორის.

[რედაქტირება] 1944 წლის 20 ივლისის პუტჩის ჩაშლა

გიობელსმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1944 წლის 20 ივლისი პუტჩის ჩაშლის საქმეში. მაიორ ოტო ერნსტ რემერს დავალებული ჰქონდა გიობელსის დაპატიმრება, თუმცა ამ უკანასკნელმა დაარწმუნა რემერი ტელეფონით დაკავშირებოდა ფიურერს და დარწმუნებულიყო რომ ის აფეთქებას ცოცხალი გადაურჩა. რემერი, დარწმუნდა რა ჰიტლერის უვნებლობაში, გიობელსის მხარეს გადავიდა.

გიობელსმა მოახერხა ბერლინის რადიო მთავრობის ხელში დარჩენილიყო და გადასცა პუტჩის ჩაშლის ამბავი. იმ დღესვე რადიოთი გადაიცა ჰიტლერის მიმართვა გერმანელი ხალხისადმი, რამაც მოსახლეობაში ფიურერის სიკვდილის შესახებ ყოველგვარი ეჭვი გაფანტა.

[რედაქტირება] "ტოტალური ომი"

გიობელსი აცხადებს "ტოტალურ ომს"
გიობელსი აცხადებს "ტოტალურ ომს"

მოკავშირეთა საჰაერო თავდასხმები გერმანიის მრავალ ქალაქს დაატყდა თავს. ქალაქების მთელი საცხოვრებელი რაიონების მიწასთან გასწორება, ურიცხვი მშვიდობიანი მოსახლის მსხვერპლი და გერმანელი მოსახლეობის გააფთრება თავდასხმელთა წინააღმდეგ საშუალებას აძლევდა გიობელსს მაქსიმალურად აემუშავებინა თავისი პროპაგანდისტული მანქანა. იგი პირადად ხელმძღვანელობდა პირველადი დახმარების სამუშაობს, ესაუბრებოდა და აიმედებდა ხალხს, აწვდიდა პირველადი დახმარების საგნებს. მისი პროპაგანდის სამინისტრო და განსაკუთრებით კი "დოიჩე ვოხენშაუ" (გერმ. Deutsche Wochenschau; ქართ. "გერმანული კვირის მიმოხილვა") ცდილობდნენ ხალხის უკმაყოფილება, გამოწვეული ესოდენ დიდი მსხვეპლით, აეცილებინათ მთავრობისთვის, რომელიც უსუსური იყო საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ და მიემართათ მტრის წინააღმდეგ. გერმანელი ხალხის მორალის ამღლება - აი ეს იყო გიობელსის პირველადი ამოცანა.

1943 წლის 31 იანვარს და 2 თებერვალს სტალინგრადთან ალყაში მოქცეული გერმანიის მე-6 არმია გენერალ-ფელდმარშალ პაულუსის მეთაურობით წითელ არმიას დანებდა. მიუხედავად გიობელსის მცდელობისა "შეელამაზებინა" აღმოსავლეთ ფრონტის რეალობა ამის დაფარვა შუეძლებელი გახდა. ვერმახტის სისუსტე ფრონზე ცხადი იყო. იმისათვის, რომ არ გატეხილიყო გერმანელი ხალხის საბრძოლო ნება და არ დასამარებულიყო იმედი საბოლოო გამარჯვებისა, მან წამოიწყო მანამდე არნახული გლობალური პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც მიმართული იყო არა მარტო მტრის ცალკეული თავდასხმების წინააღმდეგ, არამედ საზოგადოდ მტრის წინააღმდეგ. გიობელსის მიზანი იყო არა მარტო საჰაერო თავდასხმების შედეგად დემორალიზირებული მოსახლეობი ნაწილის გამხნევება, არამედ მთელი გერმანელი ნაციის მობილიზება, ერთ მუშტად შეკვრა და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე საბრძოლოდ მომზადება.

მოწოდება "ტოტალური ომისათვის" მოუწყო 1943 წლის 18 თებერვალს ბერლინის სპორტის სასახლეში. ამ გამოსვლისთვის გიობელსი ურბწყინვალესად იყო მომზადებული და ეს საღამო მისი მჭევრმეტყველური ნიჭის გამოვლინება და მისი პროპაგანდისტულ-ორგანიზატორული კარიერის ზენიტი იყო. სპეციალურად შერჩეული ათასობით ადამიანი, მათ შორის გერმანელი ერის ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი და ჰიტლერის მიმართ ლოიალურად განწყობილი პარტიული და სამხედრო მოღვაწე მისი პუბლიკა იყო. გიობელსის სიტყვა და პუბლიკის ერთსულოვანი და აღფრთოვანებული რეაქცია უამრავი ფოტოგრაფისა და ტელევიზიის წყალობით მოერე დღეს მთელმა გერმანიამ იხილა გაზეთსა თუ "ვოხენშაუ"-ში.

მთელი ერთი წელი და 5 თვე გავიდა მანამ, სანამ ჰიტლერმა ოფიციალურად არ გასცა ბრძანება "ტოტალური ომის" შესახებ. 1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერმა დაავალა მარტინ ბორმანს გაეტარება "გერმანიის ტოტალური ომის მდგომარეობაზე გადავლისთვის" საჭირო ყოველა რეფორმა პარტიული ხაზით. მეორე დღეს 21 ივლისს ჰერმან გიორინგს დაევალა გერმანიის საზოგადო ცხოვრების "ტოტალური ომის" რეჟიმზე გადაყვანა. გიობელსი დაინიშნა "ტოტალური ომის წარმოების გენერალურ შეფად" (გერმ. "Generalbevollmächtigter für den totalen Kriegseinsatz"; ქართ. "საზოგადო უფლებამოსილი ტოტალურო იმის წარმოებისათვის").

[რედაქტირება] თვითმკვლელობა

ომის უკანასკნელ დღეებში (1945 წლის აპრილი) იოზეფ გიობელსი თავის ოჯახთან ერთად რაიხსკანცელარიის შენობის ბუნკერში გადავიდა საცხოვრებლად. იგი იყო მეჯვარე ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ქორწინებისას 1945 წლის 29 აპრილს. სიკვდილის წინ ფიურერმა თავის პოლიტიკურ ანდერძში გიობელსი მემკვიდრედ დატოვა რაიხსკანცლერის თანამდებობაზე. ამ უკანასკნელმა კი ცოტა ხნის შემდგომ 5:30 -ზე მდივანს უკარნახა შემდეგი "დამატება ადოლფ ჰიტლერის ანდერძზე":

"ფიურერმა მიბრძანა თავდაცვის მოშლის შემთხვევაში დავტოვო რაიხის დედაქალაქი ბერლინი და როგორც წამყვანმა წევრმა ვითანამშრომლო მის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობაში. პირველად ჩემს ცხოვრებაში კატეგორიულად უნდა უარვყო ფიურერის ბრძანების შესრულება. ჩემი მეუღლე და ჩემი შვილებიც უერთდებიან ამ უარს. სხვა შემთხვევაში მე ჩემს თავს (...) მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში უღირს გარეწრად და მავნე წარმონაქმნად ჩავთვლი, დავკარგავ რა პატივისცემას საკუთარი თავის წინაშე და ხალხის პატივისცემას, რომელც წინაპირობაა ჩემი პიროვნების შემდეგი სამსახურისათვის გერმანელი ერის და გერმანული რაიხის მომავლის ჩამოყალიბების საქმეში."

(გერმ.: "Der Führer hat mir den Befehl gegeben, im Falle des Zusammenbruchs der Verteidigung die Reichshauptstadt Berlin zu verlassen und als führendes Mitglied an einer von ihm ernannten Regierung teilzunehmen. Zum erstenmal in meinem Leben muß ich mich kategorisch weigern, einem Befehl des Führers Folge zu leisten. Meine Frau und meine Kinder schließen sich dieser Weigerung an. Im anderen Falle würde ich mir selbst (...) für mein ganzes ferneres Leben als ein ehrloser Abtrünnling und gemeiner Schuft vorkommen, der mit der Achtung vor sich selbst auch die Achtung seines Volkes verlöre, die die Voraussetzung eines weiteren Dienstes meiner Person an der Zukunftsgestaltung der Deutschen Nation und des Deutschen Reiches bilden müßte").

1945 წლის 1 მაისს 22 საათზე იოზეფ გიობელსმა და მისმა მეუღლემ მაგდამ თავი მოიწამლეს წყალბადის ციანიდით. გადმოცემა, თითქოს მაგდა გიობელსი მისმა მეუღლემ თვითმკვლელობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა სიმართლეს არ შეესაბამება, რაც დაადასტურა წითელი არმიის ექსპერტების მიერ ჩატარებულმა ნახევრად დამწვარი გვამების ობდუქციამ.

გიობელსის თვითმკვლელობამდე ცოტა ხმით ადრე "სს"-ის ექიმმა ჰელმუტ კუნცმა ორივე მშობლის თანხმობით მათი ექვსივე შვილი ტკივილგამაყუჩებლით დააძინა, რომლებიც შემდგომ ძილში დედის, მაგდა გიობელსის და ჰიტლერის პირადი ექიმის ლუდვიგ შტუმპფეგერის მიერ წყალბადის ციანიდით მოწამლულ და მოკლულ იქნენ.

ცოლ-ქმარ გიობელსების გვამები 2 მაისის გამთენიისას არასრულად იქნენ დამწვარი რაიხსკანცელარიის ბაღში. 17 საათზე წითელი არმიის ოფიცრებმა გვამები აღმოაჩინეს ფიურერის ბუნკერის საავარიო გასასვლელიდან რამდენიმე მეტრში. გამოძიების დასკვნაში ნათქვამია:

"კაცის გვამი მომცრო სიმაღლის იყო, მარჯვენა ფეხის კოჭისქვედა ნაწილი (კოჭლი ფეხი) ნახევრად მოღუნულ და დანახშირებულ მდგომარეობაში იყო. მასზე იყო "NSDAP"-ის პარტიული უნიფორმის ნამწვავები და ოქროს პარტიული ნიშანი. ქალის დანახშირებულ გვამთან აღმოჩენილ იქნა ოქროს პორტსიგარი, გვამზე - ოქროს პარტიული ნიშანი და ოქროს სარჭი. ორივე გვამის თავთან ელაგა 2 ცალი "ვალთერი-Nr.1" პისტოლეტი.").
(წყარო: გერმანიის ტელევიზიის პირველი არხი, ინფორმაციები - იოზეფ გიობელსი)

"Die Leiche des Mannes war von niedrigem Wuchs, der Fuß des rechten Beines (Klumpfuß) steckte in halbgekrümmter Stellung, in einer angekohlten Metallprothese; darauf lagen die Überreste einer verkohlten Parteiuniform der NSDAP und eines angesengten Goldenen Parteiabzeichens; bei der verkohlten Leiche der Frau wurde ein angesengtes goldenes Zigarettenetui entdeckt; auf der Leiche ein Goldenes Parteiabzeichen der NSDAP und eine angesengte goldene Brosche. Zu Häupten der beiden Leichen lagen zwei Walther-Pistolen Nr. 1")
(aus Quelle: Das Erste, Informationen - Joseph Goebbels)

[რედაქტირება] გიობელსების ოჯახი

გიობელსი შვილებთან ერთად
გიობელსი შვილებთან ერთად

იოზეფ და მაგდა გიობელსს 6 შვილი ჰყავდათ: ჰელგა († 12), ჰილდეგარდი († 11), ჰელმუტი († 9), ჰედვიგი († 8), ჰოლდინე († 7) და ჰაიდრუნი († 4). გერმანული საზოგადოება ბავშვებს იცნობდა, როგორც ჰელგა, ჰილდე, ჰელმუტ, ჰედა, ჰოლდე და ჰაიდე. ჰიტლერის პატივსაცემად მაგდა გიობელსმა ყველა შვილის სახელის პირველ ასოდ "ჰ" აირჩია. მას პირველი ქორწინებიდან 1921 წელს შეეძინა ვაჟი ჰარალდ ქვანტი, რომლის სახელიც ასევე "ჰ"-ზე იწყებოდა, თუმც ეს უბრალო დამთხვევა იყო.

მასმედიის საშუალებით გერმანია გიობელსის ოჯახს იცნობდა როგორც სამაგალითოს. ოჯახი გიობელსის პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მისი შვილები უკვე 1938 წლიდან მოწაწილეობას იღებდნენ მამის დავალებით გადარებულ მრავალ პროპაგანდისტულ ფილმში. მარტო 1942 წელს ისინი გერმანიამ 34-ჯერ იხილა "ვოხენშაუში". წარმოადგენენ რა იდილიური გერმანული ოჯახის სახეს ფილმებში ბავშვები ულოცავდნენ მამას 45 წლის იუბილეს, ეხმარებოდნენ დედას სარეცხის გაფენაში ან უბრალოდ თამაშობდენენ ბაღში.

1944 წლის მიწურულს გიობელსმა მეუღლე მაგდა და ორი უფროსი ქალიშვილი ფრონტზე დაჭრილთა ლაზარეთში გაგზავნა, სადაც ისინი დაჭრილ მებრძოლებს უვლიდნენ. ყველაფერი ეს რასაკვირველია შუქდებოდა მასმედიის საშუალებით. ბავშვებისთვის, როლებიც იმ დროს 12 და 10 წლის იყვნენ დასახიჩრებული მებრძოლების ხილვა აუტანელი შოკი იყო, რის გამოც გიობელსმა საბოლოოდ ხელი აიღო ასეთი სახის პროპაგანდაზე.

ჰიტლერის თვითმკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ იოზეფ და მაგდა გიობელსებმა თავიანთი ექვსივე შვილი მოწამლეს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

[რედაქტირება] ნაშრომები

  • "ვილჰელმ შიუტცი როგორც დრამატიკოსი" (სადოქტორო ნაშრომი) - "Wilhelm Schütz als Dramatiker" (Doktorarbeit)
  • "მიხაელი" (რომანი) - "Michael" (Roman)
  • "მოხეტიალე" (პიესა) - "Der Wanderer" (Theaterstück)
  • "ბრძოლა ბერლინისთვის" - "Kampf um Berlin"
  • "საიმპერიო კარიდან რაიხსკანცელარიამდე" - "Vom Kaiserhof zur Reichskanzlei"
  • "მეუღლის გული" - "Das eherne Herz"
  • "უმაგალითო დრო" - "Die Zeit ohne Beispiel"
  • "შვეული აღმასვლა" - "Der steile Aufstieg"

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პოლიტიკური თანამდებობა
წინამორბედი:
ადოლფ ჰიტლერი
გერმანიის კანცლერი
30 აპრილი1 მაისი, 1945
შემდეგი:
ლუც შვერინ ფონ კროსიგკი


aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -