გიორგი ჯაბადარი
ვიკიპედიიდან
გიორგი ალექსანდრეს ძე ჯაბადარი (* 2 ივნისი, 1888, თბილისი ― † 16 ივლისი, 1938, ბერლინი), ქართველი რეჟისორი და პედაგოგი. დაიბადა საზოგადო მოღვაწის ა. ჯაბადარის ოჯახში. 1902 სწავლობდა ბელგიაში, შემდეგ კი პარიზში გაემგზავრა, სადაც დაამთავრა თეატრალური სტუდია, მუშაობდა ანტუანის ცნობილ თეატრში. 1918 საქართველოში დაბრუნდა. ამავე წელს თბილისში მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული დრამატული სტუდია-თეატრი (ჯაბადარის სტუდია), რომელსაც 1920-მდე ხელმძღვანელობდა. 1920 საზღვარგარეთ გაემგზავრა. მუშაობდა პარიზის თეატრ "ოდეონში" და გერმანიაში. ჯაბადარს ეკუთვნის ნაშრომი "ქართული თეატრი". ძმასთან ერთად ფრანგულ ენაზე თარგმნა ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი", შემდეგ კი გერმანულ ენაზე მეუღლესთან ერთად თარგმნა იგივე პიესა და 1935 ბერლინის "სამხატვრო თეატრში" წარმოადგინა.