ადერკი
ვიკიპედიიდან
ადერკი, ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის მეათე მეფე. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" მოიხსენიებს როგორც ქართლის XI მეფე როკს, რომლის მეფობის შემდგომ ქართლი ორ სამეფოდ გაიყო. ვახუშტის ქრონოლოგიით, ადერკი ძვ. წ. 30 დაიბადა, მეფობდა ახ. წ. 1-57 წლებში. გ. მელიქიშვილი ადერკს ქართლის მეფე მითრიდატე I-თან აიგივებს. ს. კაკაბაძე ადერკის მეფობას ძვ. წ. II საუკუნის I მეოთხედში ვარაუდობს.