See also ebooksgratis.com: no banners, no cookies, totally FREE.

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ლეონტი მროველი - ვიკიპედია

ლეონტი მროველი

ვიკიპედიიდან

ლეონტი მროველი, XI საუკუნის ქართველი მოღვაწე, რუისის ეპისკოპოსი. იხსენიება 1066 დათარიღებულ წარწერაში, რომელიც 1957 ქარელის მახლობლად, სოფ. თრეხვში, აღმოაჩინეს, აგრეთვე - როგორც მთავარეპისკოპოსი, ათონის ერთ-ერთ ხელნაწერში და ამჟამად ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ XI საუკუნის ხელნაწერში. ბევრი მკვლევარი ზემოხსენებულ ლეონტი მროველს აიგივებს "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებულ ლეონტი მროველთან, რომელსაც მიეწერება ამ კრებულში შესული თხზულებები: "არჩილის წამება", "მეფეთა ცხოვრება" და "ნინოს მიერ ქართლის მოქცევა" [ყოველ შემთხვევაში პირველი ორი მაინც (ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე და სხვა)].

იმავე "ქართლის ცხოვრების" სხვა მინაწერის მიხედვით, აგრეთვე დასახელებულ ნაწარმოებთა ენობრივ-სტილისტური და ისტორიული ანალიზის შედეგად ბევრი მკვლევარი შეუძლებლად თვლის მათ ავტორად XI საუკუნის მოღვაწის მიჩნევას: "ნინოს მიერ ქართლის მოქცევა" "ქართლის ცხოვრებაში" თითქმის სიტყვასიტყვით გადმოწერილია კრებულ "მოქცევაჲ ქართლისაიში" დამოწმებული ტექსტიდან. "მეფეთა ცხოვრება", თვით "ქართლის ცხოვრებაში" დაცული ერთ-ერთი მინაწერის თანახმად "ჟამითი ჟამად" (ე.ი. დროდადრო) იწერებოდა, ხოლო "არჩილის წამების" ავტორ ლეონტი მროველს ამ ნაწარმოების XII საუკუნის მეტაფრასტული რედაქციის უცნობი აგიოგრაფი თვით არჩილის თანამედროვედ (VIII საუკუნის მოღვაწედ) მიიჩნევს. ამიტომაც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XI საუკუნის მოღვაწე ლეონტი მროველი ამ თხზულების მხოლოდ რედაქტორი ან გადამწერია (თ. ჟორდანია, ს. კაკაბაძე და სხვა). მკვლევართა ნაწილი კი ამ თხზულებებს VIII საუკუნით ათარიღებს და შესაბამისად მათ ავტორად სხვა, VIII საუკუნეში მოღვაწე ლეონტი მროველს მიიჩნევს. (პ. ინგოროყვა).

სხვა ენებზე


aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -