3D Studio Max
ვიკიპედიიდან
3D Studio Max შეიქმნა 1997 წელს Autodesk Media and Entertainment-ის მიერ. პროგრამა გამოიყენება სამგანზომილებიანი ფიგურების, შენობების და განსაკუთრებით ანიმაციების შესაქმნელად.
პროგრამამ გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. მას გააჩნია საკუთარი ენა Max Script(ms), მასში იწერება სკრიპტები რომელიც დიზაინერს, ან ანიმატორს უადვილებს მუშაობას 3D მოდელზე.
პროგრამა 3Ds Max-ს ახასიათებს კარგად შექმნილი ინტერფეისი და დაოსტატების სიადვილე.ამით აიხსნება მისი დიდი პოპულარობის მიზეზი.ინსტრუმენტების სიმდიდრით პროგრამა საშუალებას აძლევს სამგანზომილებიან გრაფიკაში მომუშავეს განახორციელოს მისი ნებისმიერი ჩანაფიქრი.
[რედაქტირება] სამგანზომილებიანი გრაფიკის გამოყენების მხარეები
სამგანზომილებიანი გრაფიკა იმდენად შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში,რომ ჩვენ ამას ვერც კი ვამჩნევთ : რეკლამები-სარეკლამო პანელზე,სარეკლამო რგოლები,სპეცეფექტები ფილმებში.ბევრი ვერც კი ხვდება ეს არ არის რეალური და ესაა სამგანზომილებიანი გრაფიკის ოსტატის ნამუშევარი.სამგანზომილებიან გრაფიკის მოხმარების მხარები ძალიან ფართოა : რეკლამებიდან და კინოინდუსტრიიდან დაწყებული კომპიუტერული თამაშებით დამთავრებული.
რეკლამის შექმნისას სამგანზომილებიანი გრაფიკა გვეხმარება თვალსაჩინოდ წარმოვადგინოთ გასაყიდი საქონელი,მაგალითად,მისი საშუალებით შესაძლებელია შექვმნათ იდეალურათ თეთრი მაისური,კრისტალურად სუფთა მინერალური წყლები,შოკოლადის ფილები,კარგად აქაფებადი სარეცხი საშუალება და ა.შ.რეალურ ცხოვრებაში სარეკლამო ობიექტს შესაძლებელია ჰქონდეს რაიმე ნაკლი,რომელიც ადვილად დაიფარება სამგანზომილებიან გრაფიკაში.ალბათ შეამჩნიეთ რომ რაიმეს გარეცხვის შემდეგ ის არ ბრწყინავს ისე როგორც რეკლამაში,ან თავის დაბანის შემდეგ თმები არ არის ისეთი ლამაზი როგორც ეს ტელევიზორში ჩანს.ამის მიზეზი მარტივია : კომპიუტერში შექმნილი ზედმეტად სუფთა ჭურჭელი,ხოლო ასეთი სუფთა ჭურჭელი კი რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს.
კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება ინტერიერის დიზაინის პროექტირებისა და განვითარებისათვის საშუალებას გვაძლევს დავინახოთ იგი დასრულებული სახით მანამ სანამ იგი დასრულდება რეალურ ცხოვრებაში.
სამგანზომილებიანი გრაფიკა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სხვადასხვა სამგანზომილებიანი და ა.შ.).იმისათვის რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგი განსაზღვრულ ობიექტზე,აუცილებელია შევხედოთ მას ზემო მხრიდან რათა გავარჩიოთ განათების წერტილები.
სამგანზომილებიანი გრაფიკა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სადემონსტრაციო რგოლი,რომელშიც იქნება ასახული სამომავლოდ ასაშენებელი კოტეჯის ინტერიერი. რაც შეეხება კინო ინდუსტრიას,ამ დარგში კომპიუტერრული გრაფიკა დღეს დღეობით შეუმჩნეველია.ძნელია იმის დაჯერება რომ ფილმ ”ვარსკვლავური ომების” პირველ სერიაში ჩანჩქერის სცენა შექმნილია ჩვეულებრივი მარილით.სპეციალურად წასვლა და ჩანჩქერის გადაღება ძალიან ძვირი ჯდებოდა,ხოლო სამ განზომილებიანი გრაფიკა იმ დროისთვის არ არსებობდა,ამიტომ სურათის შემქმნელებმა გადაწყვიტეს ”მოეტყუებინათ” მაყურებელი და დამოუკიდებლად დაეხატათ იგი.წყლის მაგივრად ისინი ყრიდნენ მარილს შავ ფონზე,შემდეგ კი ვიდეომონტაჟის საშუალებით გააერთიანეს რეალურ ბორცვები და ”ჩანჩქერი”,რომელიც შექმნილი იყო მარილისაგან.დღეს დღეობით ჩანჩქერის შესაქმნელად არ არის აუცილებელი კილოგრამობით მარილის შეკვეთა.სამგანზომილებიანი გრაფიკის რედაქტორის დახმარებით შესაძლებელია შეიქმნას ნებისმიერი ტიპის ჩანჩქერი,რომელსაც მაყურებელი ვერ გაარჩევ რეალურისაგან.
სამგანზომილებიანი გრაფიკის ერთ ერთ საუკეთესო რედაქტორად ითვლება Autodesk 3D Studio Max.
[რედაქტირება] სამგანზომილებიანი გრაფიკის მთავარი იდეა
სამგანზომილებიანი გრაფიკის შესაქმნელად გამოიყენება სპეციალური პროგრამები,რომლებსაც ქვიათ სამგანზომილებიანი გრაფიკის რედაქტორები ან 3D რედაქტორები.3Ds Max არის ერთ ერთი ასეთი პროგრამა.სამგანზომილებიან რედაქტორების მათშორის 3Ds Max-ის ნამუშევრები წარმოადგენენ სამგანზომილებიან ანიმაციას,ან სტატიკურ გამოსახულებას.იმისათვის რომ მივიღოთ სამგანზომილებიანი გამოსახულება აუცილებელია პროგრამაში შევქმნათ მისი მოდელი.
ობიექტის მოდელი 3Ds Max-ში გამოისახება პროექტირების ოთხ ფანჯარაში.ასეთი სახით სამგანზომილებიანი მოდელი გამოისახება ბევრ სამგანზომილებიანი მოდელის რედაქტორებში და იძლევა საშუალებას მთლიანად აღვიქვათ მოდელის გეომეტრია.თუკი გინახავთ რაიმე დეტალის გეგმა,შეამჩნევდით რომ გეგმაზე დეტალი გამოსახულია ზემო,მარცხენა და წინა ხედებიდან.3Ds Max-ის ინტერფეისი მოგვაგონებს ასეთივე გეგმას.თუმცა ქაღალდზე გამოსახული გეგმისგან განსხვავებით,პროექტირების ფანჯრებში შესაძლებელია მოდელის ხედის შეცვლა და დათვარიელება : როგორ გამოიყურება ობიექტი ქვემოდან,მარჯვნიდან და ა.შ.ასევე შესაძლებელია ვატრიალოთ მთელი ვირტუალური არე პროექტირების ფანჯრებში,მასში შემნილ მოდელთან ერთად.3Ds Max-ში მუშაობა მოგვაგონებს კომპიუტერულ თამაშს,რომელშიც მომხმარებელი მოძრაობს სამგანზომილებიან ობიექტებს შორის,ცვლის მათ ფორმაც,ატრიალებ,უახლოვდება და ა.შ.
ვირტუალური არე,რომელშიც მუშაობს 3Ds Max-ის მომხმარებელი,ეწოდება სამგანზომილებიანი სცენა.იმას რასაც თქვენ ხედავთ პროექტირების ფანჯრებში არის სამუშაო სცენის ასახვა.სამგანზომილებიან გრაფიკაში მუშაობა ძალიან წააგავს კინოსთან მუშაობას,ამ შემთხვევაში შემქმნელი არის რეჟისორის როლში.მას უწევს სცენის დეკორაციის შექმნა,განათებების დაყენება,სამგანზომილებიანი სხეულის მართვა,ადგილის არჩევა საიდანაც განხორციელდება ფილმის გადაღება და ა.შ.
პროგრამაში სამგანზომილებიანი ობიექტები იქმნება უბრალო მაგალითებზე დაფუძვნებით : კუბი,სფერო,ცილინდრი და ა.შ. 3Ds Max-ში სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნას ეწოდება მოდელირება(მოდელინგი).რთული და მარტივი ობიექტების აღსაქმელად 3Ds Max იყენებს ე.წ. პოლიგონურ ბადეს,რომლებიც შედგებიან პატარა ელემენტებისაგან - პოლიგონებისაგან.რაც უფრო რთულია ობიექტის გეომეტრიული ფორმა მით უფრო დიდია პოლიგონების რაოდენობა.თუ დავაკვირდებით პოლიგონურ ბადეს,მაშინ შეხების ადგილებში შევამჩნევთ მკვეთრ აბლაბუდას.ამიტომ რაც უფრო მეტ პოლიგონებს შეიცვას ობიექტი,მით უფრო გლუვია მისი გეომეტრია.შესაძლებელია დავარედაქტიროთ ნებისმიერი ობიექტის ბადე,გადაადგილება,წაშლა და საზღვრების გაზრდა(დაპატარავება).სამგანზომილებიანი ობიექტების ასეთი გზით შექმნას ეწოდება მოდელირება ქვეობიექტების დონეზე.ყველა საგანს რეალურ ცხოვრებაში გააჩნიათ ტიპური ნახატი ზედაპირი და ტექსტურა - უსწორმასწორობა,სიწმინდე,სარკისებურობა და სხვა.ამ ყველა თვისების მიუხედავად 3Ds Max-ის პროექტირების ფანჯრებში ჩანს მხოლოდ ობიექტის გარსები.ამიტომ პროექტირების ფანჯრებში არსებული გამოსახულება არ ჰგავს რეალურს.პროგრამაში ყველა ობიექტისათვის შესაძლებელია შეიქმნას მატერიალები - თვისებების კრებული,რომლებიც განსაზღვრავენ ზოგიერთი ობიექტის თვისებებს.
იმისათვის რომ მივიღოთ განსაზღვრული გამოსახულება 3Ds Max-ში,აუცილებელია გავუკეთოთ ვიზუალიზაცია სამგანზომილებიან სცენას.ამით განხილული იქნება განათება და ობიექტის ფიზიკური თვისებები.
პროექციის ფანჯარაში შექმნილი სამგანზომილებიანი სცენა ვიზუალიზირდება ან პირდაპირ პროექციის ფანჯრიდან, ან ვირტუალური კამერის ობიექტიდან. ვირტუალური კამერა წარმოადგენს დამხმარე ობიექტს,სცენის წერტილია აღნიშვნით,რომლიდანაც შეიძლება ობიექტის ვიზუალიზაციის შექმნა.რა საჭიროა ვირტუალური კამერა?გამოსახულების ვიზუალიზირებისას ვირტუალური კამერის ობიექტივიდან,სეშაძლებელია შეიცვალოს გადაღების წერტილები.მსგავსი ეფექტის მიღწევა შეუძლებელია სცენის ვიზუალირებისას პროექტირების ფანჯრებიდან.ამას გარდა ვირტუალური კამერა საშუალებას იძლევა სცენაზე გამოვიყენოთ სპეციფიკური ეფექტები,რომლის მიღებაც შეიძლება რეალური კამერისაგან.
მიღებული გამოსახულების ხარისხი დამოკიდებულია ასევე სცენის განათებაზე.როდესაც მიმდინარეობს რეალური ფილმის გადაღება,ცდილობენ განათების საშუალებები დააყენონ ის რომ მთავარი პიროვნება ან ობიექტი იყოს თანაბრად განათებული და ამასთან ერთად გადასაღები მოედანი გამოჩნდეს ნატურალურად. 3Ds Max საშუალებას იძლევა განათდეს სამგანზომილებიანი სცენა ვირტუალური განათებების დახმარებით - მიმართულებით და ყველა მიმართულებით.სინათლის წყაროები მიიჩნევა იგივე დამხმარე ობიეტებად როგორც ვირტუალური კამერა.
განათებებს შესაძლებელია გავუკეთოთ ანიმაცია,შევცვალოთ მისი ადგილმდებარეობა სივრცეში,ვმართოთ სინათლის ფერი და სიმკრთალე.განათებების წყაროს მეშვეობით ობიექტი კიდევ უფრო მეტად რეალურია,რადგან თუ სცენაზე დაყენებულია განათება ობიექტი ფანტავს ჩრდილების.
განათებების წყაროებთან მუშაობა საკმაოდ რთულია,აქედან გამომდინარე სამგანზომილებიანი სცენა ყოველთვის სწორად განათებული არაა.