ჰარტები
ვიკიპედიიდან
ჰარტები ძმები ჰაინრიხ (* 30 დეკემბერი, 1855, ვეზელი ― † 11 ივნისი, 1906, ტეკლენბურგი) და იულიუს (* 9 აპრილი, 1859, მიუნსტერი ― † 7 ივლისი, 1930, ბერლინი), გერმანელი მწერლები, კრიტიკოსები და ჟურნალისტები. ერთად გამოსცემდნენ ლიტერატურულ-კრიტიკულ ჟურნალებს, კრიტიკულ წერილებს; უფროს თაობას ბრალად სდებდნენ ეპიგონობას, ზერელობას და მოუწოდებდნენ ღრმად ეროვნული შინაარსის ნაწარმოებების შექმნისაკენ. ჰაინრიხ ჰარტის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია ეპოსი "კაცობრიობის სიმღერა" (ტ. 1-4, 1887-1906), იულიუს ჰარტისა - ლირიკული ლექსების კრებულები, ნოველები, დრამატული თხზულებები. ძმების კრიტიკულმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გერმანულ ნატურალიზმის ესთეტიკის ჩამოყალიბებაში.