See also ebooksgratis.com: no banners, no cookies, totally FREE.

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ჩოხატაურის რაიონი - ვიკიპედია

ჩოხატაურის რაიონი

ვიკიპედიიდან

ჩოხატაურის რაიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი გურიის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში, 1921-დან ოზურგეთის მაზრაში, 1930-63-ში - დამოუკიდებელი რაიონი იყო. 1963-64-ში შედიოდა მახარაძის რაიონში, 1965-დან ცალკე რაიონია.

სექციების სია

[რედაქტირება] ბუნება

რაიონის დიდი ნაწილი მთაგორიანია. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: მესხეთის ქედი და მისი შტოქედები, მდ. სუფსისა და მისი შენაკადების ხეობები. ტერიტორია - 825 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები სუფსა და გუბაზეული. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური საღებავები, პირიტი, საშენი ქვები, აგრეთვე მინერალური წყლები (ნაბეღლავი, კოხნარი).

[რედაქტირება] მოსახლეობა

მოსახლეობის რიცხოვნობა - 24 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 29 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 61 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 60 სოფელი.

[რედაქტირება] მმართველობა

რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

  • დაბის საკრებულო - 1: ჩოხატაური;
  • თემის საკრებულო - 17: ბუკისციხის, განახლების, დაბლაციხის, დიდივანის, ერკეთის, ზემოსურების, ზემოხეთის, ზომლეთის, ზოტის, კოხნარის, ნაბეღლავის, საჭამიასერის, ფარცხმის, ქვენობნის, ჩაისუბნის, ხევის, ხიდისთავის
  • სოფლის საკრებულო - 5: გოგოლესუბანი, გორაბერეჟოული, გუთური, შუაგანახლება, შუასურები.

[რედაქტირება] ეკონომიკა

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეხილეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მევენახეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა. რაიონში მნიშვნელოვანი საწარმოები არ არის, მინერალური წყლის "ნაბეღლავის" ჩამოსასხმელი ქარხნისა. ფუნქციონირებს სამთო-კლიმატური კურორტები ბახმარო და ნაბეღლავი.

[რედაქტირება] კულტურა

რაიონში 43 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 33 ბიბლიოთეკა, 3 თეატრი და მუზეუმები: მხარეთმცოდნეობის, ბორის ძნელაძის, ნიკო მარის, ჭიჭიკო ბენდელიანის, მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმები.

[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი

  • ხუროთმოძღვრების ძეგლები: ბუკისციხეში - ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხის ნანგრევები, გორაბერეჟოულში - ციხე-გალავანი და ეკლესია, შუაგანახლებაში - სამონასტრო კომპლექსი.


გურიის მხარე
ლანჩხუთის რაიონი | ოზურგეთის რაიონი | ჩოხატაურის რაიონი
სხვა ენებზე


aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -