შაჰდენიზის გაზსადენი
ვიკიპედიიდან
შაჰდენიზის გაზსადენი, (ასევე სამხრეთ კავკასიის ან ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი) — ბუნებრივი აირის სატრანსპორტო მილსადენი შაჰდენიზის გაზის ბაქნის აზერბაიჯანის სექტორიდან საქართველოს გავლით თურქეთში. 2006 წლის 21 მაისს პირველი საცდელი ბუნებრივი აირი ჩაიტვირთა გაზსადენში სანგაჩალის ტერმინალიდან. გაზის პირველი გაშვება 2006 წლის 30 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი. ტექნიკური მიზეზების გამო გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება 2006 წლის 20 დეკემბრამდე გადაიდო.
გაზსადენი იმავე კორიდორში შენდება სადაც რამდენიმე წლით ადრე ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი გაიყვანეს ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით. გაზსადენის სიგრძე 692 კმ-ია, ხოლო წლიური გამტარობა 16 მილიარდი კუბური მეტრი. მომავალში გათვალისწინებულია გაზსადენის თურქმენულ და ყაზახურ მწარმოებლებთან შეერთება ტრანსკასპიური გაზსადენის მეშვეობით, რომელიც ჯერ პროექტშია.
გაზსადენის პირველადი დანიშნულება თურქეთისა და საქართველოსთვის გაზის მიწოდებაა. როგორც ტრანზიტული სახელმწიფო საქართველო წლიური გაზის გამტარობიდან 5%-ს იტოვებს ტარიფის სახით და ასევე შეუძლია 0,5 მილიარდი კუბური მეტრი შეიძინოს ყოველწლიურად ფასდაკლებით. გრძელვადიან პერსპექტივაში სამხრეთ კავკასიის გაზსადენი გაზს ევროპასაც მიაწოდებს მასთან თურქეთი-საბერძნეთი და საბერძნეთი-იტალიის სადენების შეერთებით.
სექციების სია |
[რედაქტირება] ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა
სამხრეთ კავკასიურ მილსადენით საქართველოში მოწოდებული გაზი წარმოადგენს ალტერნატიულ ენერგეტიკულ რესურსს, სწორედ ამის გამო მას ქვეყნისთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება. ამ გაზსადენის ამოქმედებით საქართველო მთლიანად აღარ არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივი აირის მონოპოლისტ ”გაზპრომზე”.
[რედაქტირება] კონსორციუმი
გაზსადენის ძირითადი დამფინანსებლები არიან ბრიტიშ პეტროლიუმი და სტატოილი. კონსორციუმის მეწილეები არიან:
- BP (გაერთიანებული სამეფო) 25,50%
- Statoil (ნორვეგია) 25,50%
- აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) (Azerbaijan) 10,00%
- LukAgip (რუსეთი/იტალია) 10,00%
- TotalFinaElf (საფრანგეთი) 10,00%
- Oil Industries Engineering and Construction (OIEC) (ირანი) 10,00%
- Turkiye Petrolleri Anonim Ortakligi (TPAO) (თურქეთი) 9,00%
გაზსადენის ტექნიკური ოპერატორია ბრიტიშ პეტროლიუმი, ხოლო კომერციული ოპერატორი - სტატოილი.