ქართლ-კახეთის სამეფო 1762-1801
ვიკიპედიიდან
ქართლ-კახეთის სამეფო 1762-1801, ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანების შედეგად შექმნილი ფეოდალური სახელმწიფო.
ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის გარდაცვალების (1762) შემდეგ მისი ძე, კახეთის მეფე ერეკლე II, შეერთებული ქართლ-კახეთის სახელმწიფოს მეფე გახდა. ქართლ-კახეთის სამეფოს მოხარკენი იყვნენ განჯის, ერევნისა და ნახჭევანის სახანოები. სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა ყაზახისა და ბორჩალოს ყოფილი სახანოები, რომლებსაც მეფის მოურავები განაგებდნენ, და შამშადილი.