საუდის არაბეთი
ვიკიპედიიდან
საუდის არაბეთი |
|
საუდის არაბეთის დროშა | საუდის არაბეთის გერბი |
ფართობი: 1,960,582 კმ² |
|
საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური და ჩაკეტილი ქვეყანაა. სახელი მან მიიღო მმართველი საუდიტების დინასტიის მიხედვით, რომლებიც ხელისუფლებაში მე-18 ს-ში მოვიდნენ. აქ მდებარეობს პროვინცია ჰიჯაზი - წინასწარმეტყველ მუჰამედის სამშობლო და ისლამის აკვანი. აქ არის მთავარი მუსულმანური სიწმინდეები - მექა და მედინა, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ასრულებს ჰაჯს.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: საუდის არაბეთის სამეფო.
- ეროვნული: العربية السعودية, Al Mamlaka al Arabiyah as Saudiyah.
- ეტიმოლოგია: სახელის პირველი კომპონენტი მმართველის დინასტიიდან (საუდიტები, საუდიდები) არის მიღებული, მეორე - სატომო სახელისაგან (არაბები).
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: იორდანია, ერაყი, ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, იემენი. ფართობი: 1,960,582 კვ.კმ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : აბსოლუტური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური : მეფე აბდულ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდი (2005).
- საკანონმდებლო ორგანო : საკონსულტაციო საბჭო (120 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 4 პროვინცია (ჰიჯაზი, ნეჯდი, ასირი, შარკი).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 26,417,599 (2005), მათ შორის საუდელი არაბი - 83,5%, იემენელი არაბი - 8,7%.
- სახელმწიფო ენა : არაბული.
- რელიგია : ისლამი (ვაჰაბიზმი).
- დედაქალაქი : ერ-რიადი (3,724 ათასი).
- ქალაქები : ჯიდა (2,745), მექა (1,615), ატ-ტაიფი (660), მედინა (843), დამამი (698).
[რედაქტირება] ეკონომიკა
ქვეყანაში ნავთობის საბადოების გახსნის შემდეგ, საუდის არაბეთი დაბალგანვითარებულ უდაბნოს სამეფოდან რეგიონის უმდიდრეს ქვეყნად გადაიქცა
- რესურსები : ნავთი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ოქრო, სპილენძი.
- ეროვნ. პროდუქტი - 143 მლრდ $.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე : 7.040 $.
- ვალუტა : საუდის რიალი (SAR).
- ექსპორტი : საუდის არაბეთი ნავთობის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
[რედაქტირება] ისტორია
თანამედროვე საზღვრებში საუდის არაბეთი არსებობს 1926 წლიდან, როდესაც გაერთიანდნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სამთავროები. ბრძოლაში პირველობა ნეჯდის მმართველმა აბდელ აზიზ ას-საუდმა მოიპოვა, რომელიც 1932 წელს მეფედ გამოცხადდა. მისი სიკვდილის შემდეგ, 1953 წლიდან ქვეყანას მისი შვილები ერთპიროვნულად მართავენ. სტაბილურობის შენარჩუნება და ექსტრემიზმთან ბრძოლა ყოველთვის შედიოდა მმართველი ოჯახის ინტერესებში. ამიტომ ქუვეითში ერაყის შეჭრის შემდეგ (1990) აქ განათავსეს აშშ-ს სამხედრო ბაზები. ოპოზიციური აზრის შეზღუდვამ საუდის არაბეთში ხელი შეუწყო „ალ-ქაიდას“ ტიპის ექსტრემისტული დაჯგუფებების აღმოცენებას, რომლებიც თავისი ინტერესებისათვის იყენებენ არაბების უკმაყოფილებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს როლის გააქტიურების გამო. 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტის მონაწილენი ძირითადად საუდის არაბეთის მოქალაქენი იყვნენ, რამაც ქვეყანა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ერ-რიადი (თანამედროვე არქიტექტურა, მასმაკის ციხე-სიმაგრე, დირაია),
- მექა და მედინა (მუსულმანთა წმინდა ადგილები),
- ჯიდა (ძველი ქალაქი, ქორალისგან ნაგები შენობები, სუკი, მუზეუმი),
- ჰუფუფი ( ოაზისი, კასრ იბრაჰიმის სიმაგრე).