Web Analytics

See also ebooksgratis.com: no banners, no cookies, totally FREE.

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ჟან-პოლ სარტრი - ვიკიპედია

ჟან-პოლ სარტრი

ვიკიპედიიდან

ჟან-პოლ სარტრი
სურათი:JPSartre.jpg
დაიბადა: 21 ივნისი, 1905
პარიზი
გარდ.: 15 აპრილი, 1980
პარიზი
საქმიანობა: ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი
ეროვნება: ფრანგი
ჟანრი: პროზა, თეატრი, ესსე
მიმდინარეობა: ეგზისტენციალიზმი
Magnum opus: გულზიდვა


ჟან-პოლ სარტრი (* 21 ივნისი 1905, პარიზი ― † 15 აპრილი, 1980, პარიზი), ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი. 1964 წელს უარი თქვა ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში .


სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ჟან-პოლ-შარლ-ელიმარ-ლეონ-ეჟენ სარტრი დაიბადა 1905 წლის 21 ივნისს პარიზში, ბურჟუაზიული ოჯახში. მამა სამხედრო პირი იყო, დედა კი - ალზასელი პროფესორების, შვაიცერების, ოჯახის შვილი. პატარა სარტრის დაბადებიდან ცოტა ხანში მამა ყვითელი ციებით გარდაიცვალა. მამის ადგილი დაიკავა მკაცრი და ავტორიტეტული ხასიათის ბაბუამ, რომელიც ზრუნავდა შვილიშვილის განათლებაზე სკოლაში შესვლამდე. 1907-დან 1917 წლამდე პატარა "პულუ" (ასე უწოდებდნენ სარტრს ბავშვობაში)დედის მშობლებთან ცხოვრობდა, სადაც მას ანებივრებდნენ და ყველა სურვილს უსრულებდნენ. ამან ბავშვში ერთგვარი ნარცისიზმი განავითარა. შვეიცერების დიდ ბიბლიოთეკაში სარტრი ადრევე აღმოაჩენს ლიტერატურას და თანატოლებთან თამაშს კითხვას ამჯობინებს.

1917 წელს სარტრის დედა მეორედ გათხოვდა კაცზე, რომეიც ჟან-პოლს სიცოცხლის ბოლომდე სძულდა. ისინი ლა როშელში გადადიან საცხოვრებლად, სადაც სარტრი 15 წლის ასაკამდე დარჩება. 1921 წელს ბავშვი ავად გაახდა და სასწრაფოდ პარიზში გადაიყვანეს, სადაც დატოვეს კიდეც სასწავლებლად ლიცეუმში. ლიცეუმში სარტრი გაიცნობს და დაუმეგობრდება პოლ ნიზანს. ამ პერიოდში წერს ორ პატარა მოთხრობას, რომლებშიც საზოგადოებრივი პირობითობებით გაჯერებულ ცხოვრებაზე ირონიითაა ლამარაკი. ლიცეუმში 2 წლის სწავლის შემდეგ სარტრი და ნიზანი უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებელში ჩაირიცხებიან. აქ სარტრი გამოირჩევა თავისი პროვოკატორულობით, მორალური ავტორიტეტის წინააღმდეგ ბრძოლით. გარდა ამისა, იგი ძალიან დიდ შრომისმოყვარეობასაც იჩენს.

უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პირველი 4 წლის მანძილზე სარტრი არ ინტერესდება პოლიტიკით. იგი სპონტანური ანარქისტია და არც ერთ მანიფესტაციაზე არ დადის.

1928 წელს იგი გაიცნობს სიმონა დე ბოვუარს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მისი კომპანიონი იქნება. 1929 წელს იგი ჩააბარებს ფილოსოფიაში საკნდიდატო გამოცდას და ფილოსოფიის პროფესორად ინიშნება ჰავრში, შემდეგ კი პარიზში.

1933-1934 წლებში სარტრი ბერლინში იმყოფება და ახლოს ეცნობა ჰუსერლის ფილოსოფიას.

1938 წელს გამოდის მისი პირველ რომანი გულზიდვა, რომელიც ლიტერატურულ მოვლენად იქნება შეფასებული.

სარტრისა და სიმონა და ბოვუარის საფლავი
სარტრისა და სიმონა და ბოვუარის საფლავი

1942 წელს სარტრი თავს ანებებს მასწავლებლობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი პოლიტიკით იტერესდება. 1945 წელს აარსებს ჟურნალს les temps modernes, რომლის მთავარი მიზანი არის ბურჟუაზიული საზოგადოების ტრანსფორმირება. იგი გამოდის ალჟირის ომისა და გენერალი დე გოლის, 1968 წლიდან კი კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ.

1964 წელს სარტრი უარს ამბობს ნობელის პრემიის მიღებაზე.

ჟან-პოლ სარტრი გარდაიცვალა 1980 წლის 15 აპრილს. 50 000 ადამიანი მიაცილებლად მის ნეშტს. იგი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე.

[რედაქტირება] შემოქმედება

[რედაქტირება] ფილოსოფია

სარტრის შემოქმედებაში მთავარი მისი ფილოსოფიაა. ეს არის ეგზისტენციალიზმი, რომლის მთელი აზრი სარტრთან ერთ ფრაზაშია მოქცეული: "არსებობა წინ უსწრებს არსს." ესე იგი, ადამიანი ჯერ არსებობს და შემეგ განსაზღვრავს თავის თავს. არ არსებობს არანაირი წინასწარ გასაზღვრული ადამიანური ბუნება ან ბედი. ადამიანი მარტოა სამყაროში და არანაირი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუ რად იქცევა იგი, მხოლოდ და მხოლოდ მასზევეა დამოკიდებული, რადგან იგი აბსოლუტურად თავისუფალია არჩევანში, იგი "განწირულია თავისუფლებისთვის". ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს, რადგან არჩევანის არ გაკეთებაც არჩევანია. ასე რომ ,სარტრის ფილოსოფია მოქმედებისკენ მიისწრაფვის. არჩევანის გაკეთებას სარტრთან ანგაჟირება ეწოდება. სანამ ამას გააკეთებს, ადამიანი მხოლოდ არსებობაა, ანუ en-soi, ხოლო როცა იწყებს მოქმედებას, ხდება pour-soi. მაგრამ ეს უკანასკნელი, ანუ თავისივე შექმნილი სამყარო საფრთხეში ვარდება, როცა იგი გარდაიქცევა სხვათა დაკვირვების ობიექტად. აქედან გამომდინარეობს სარტრის ცნობილი ფრაზა: "ჯოჯოხეთი სხვებია." ამდენად, ადამიანი მუდმივ საფრთხეშია, ჩაკეტილია საკუთარ თავში იმის შიშით, რომ სხვები მას დაანგრევენ. აქედან გამომდინარე არსებობა სრული აბსურდია.

[რედაქტირება] ბიბლიოგრაფია

  • წარმოსახვა (1936)
  • ეგოს ტრანსცენდეცია (1937)
  • გულზიდვა (1938)
  • კედელი (1939)
  • ემოციების თეორიის ესკიზი (1939)
  • წარმოსახული (1940)
  • ბარონია (1940)
  • ბუზები (1943)
  • არსებობა და არარაობა
  • ცხრაკლიტული (1944)
  • თავისუფლების გზები (1945)
  • ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია (1945)
  • დაუსაფლავებელი მკვდრები (1946)
  • მსჯელობა ებრაულ საკითხზე (1946)
  • პატივსაცემი მეძავი (1946)
  • ბოდლერი (1946)
  • საკუთარი თავის ცნობა და შეცნობა (1947)
  • სიტუაციები I (1947)
  • თამაშები შემდგარია (1947)
  • ჭუჭყიანი ხელები (1948)
  • ჯაჭვი (1948)
  • სიტუაციები II (1948)
  • სიტუაციები III (1949)
  • საუბრები პოლიტიკაზე (1949)
  • ეშმაკი და უფალი ღმერთი (1951)
  • წმინდა ჟენე, მსახიობი და მარტვილი (1952)
  • ანრი მარტენის საქმე (1953)
  • ნაკრასოვი (1955)
  • დიალექტიკური გონების კრიტიკა, ტომი I (1960)
  • სიტყვები (1963-1964)
  • სიტუაციები IV (1964)
  • სიტუაციები V (1964)
  • სიტუაციები VI (1964)
  • ტროელები (1965)
  • სიტუაციები VII (1965)
  • ოჯახის იდიოტი (1971-1972) sur Flaubert
  • სიტუაციები VIII (1972)
  • სიტუაციები IX (1972)
  • სიტუაციების თეატრი (1973)
  • ამბოხების გონი აქვთ (1974)
  • სიტუაციები X (1976)
  • ლიტერატურული კრიტიკები
  • რა არის ლიტერატურა ?

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში



Static Wikipedia (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu