პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირი
ვიკიპედიიდან
პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირი (ფრანგ. Provence-Alpes-Côte d'Azur ) არის რეგიონი სამხრეთ საფრანგეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. შედგება 6 დეპარტამენტისაგან: Alpes-de-Haute-Provence, Hautes-Alpes, Alpes-Maritimes, Bouches-du-Rhone, Var, Vaucluse.
- ფართობი - 31,4 ათასი კვ.კმ.,
- მოსახლეობა - 4,1 მლნ.
- ქალაქები: მარსელი, ექს-ან-პროვანსი, ავინიონი, ნიცა, კანი, ტულონი.
ხმელთაშუა ზღვის ე.წ. ლაჟვარდოვანი სანაპირო ანუ საფრანგეთის რივიერა მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. პროვანსი მე-10 საუკუნემდე დამოუკიდებელი იყო. აქ დღემდე ლაპარაკობენ პროვანსულ ანუ ოქციტანურ ენაზე.