ოდრი ჰეპბერნი
ვიკიპედიიდან
ოდრი ჰეპბერნი (Audrey Hepburn, *4 მაისი, 1929 – 20 იანვარი, 1993) იყო მილიონთათვის სათაყვანებელი ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი.
დაიბადა სახ. ოდრი კეთლინ რასტონი ბრიუსელში, ბელგია, და ერთადერთი შვილი იყო ჯოსეფ ენთონი რასტონის, ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირი, და ბარონესა ელა ვან ჰეემსტას, ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატი. მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი, და შედეგად ოდრი ჰერპერნ-რასტონი გახდა. მას ორი ნახევარძმა, ალექსანდრე და იან ქარლეს ვან უფროდი, ჰყავდა დედის ჰოლანდიელ დიდგვაროვანზე პირველი ქორწინებიდან.
ჰეპბერნი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთით, ენამახვილობითა და მომხიბლავი პერსონით, რომლის ცხოვრებისეული ფილოსოფია სხვების საკუთარი თავის წინ დაყენება იყო. ხასიათის ეს თვისება მან განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში გამოამჟღავნა იუნისეფთან თანამშრომლობის წლებში.