მაჭახელი
ვიკიპედიიდან
მაჭახელი, მიჭიხიანი, ისტორიული თემი, ხევი სამხრეთ დასავლეთ საქართველოში, მდ. ჭოროხის ხეობაში. ამ მხარეში ადამიანის ცხოვრების კვალი გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან ჩვენს დრომდე თითქმის უწყვეტად მოდის. XVI საუკუნის შუა წლებში მაჭახელი სამხრეთ დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალებმა მიიტაცა. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 ომის შედეგად. 1878 ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით საქართველოს სხვა ისტორიული ტერიტორიებთან ერთად ოსმალთა უღლისაგან განთავისუფლდა. მაჭახელის ერთი ნაწილი, ზემო მაჭახელი, კვლავ თურქეთის საზღვრებშია.