იონიზაცია
ვიკიპედიიდან
იონიზაცია არის ფიზიკური პროცესი, რომლის დროსაც ატომებისა ან მოლეკულებისაგან წარმოიქმნება იონები პროტონებისა და ელექტრონების რაოდენობის ცვლილებით. იონიზაციის პროცესი ძირითადად ასოცირდება ნივთიერებიდან ელექტრონების ამოგლეჯით, რომლის დროსაც ბმულ მდგომარეობაში მყოფმა ელექტრონმა უნდა მიიღოს საკმარისი ენერგია რათა გადალახოს იონიზაციის პოტენციალი.
[რედაქტირება] კლასიკური იონიზაცია
იონიზაცია რომელიც განიხილება კლასიკური ფიზიკის ფარგლებში. ანუ იმისათვის, რომ ელექტრონი ამოგლეჯილ იქნას ატომიდან ან მოლეკულიდან, აუცილებელია სულ მცირე ენერგიის იმ რაოდენობის გადაცემა, რამდენიც საჭიროა მოცემული დონიდან ელექტრონის ამოსაგლეჯად.