თენგიზ სუხიშვილი
ვიკიპედიიდან
თენგიზ ილიას ძე სუხიშვილი (* 21 ივლისი, 1938, თბილისი ― † 25 მარტი, 2007, თბილისი), ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1971).
ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის ვაჟიშვილი. 1953 წლიდან საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი სოლისტი. 1969 წლიდან ანსამბლის ქორეოგრაფი. 1958 წლიდან - სამხატვრო ხელმძღვანელი (ნ. რამიშვილთან ერთად) . აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში "სიმდი", ქაჯეთის აღება", "ხონგა", "ხევსურული", შეჯიბრი" და სხვა. დადგმები: "ხონგა", "მხედრული", "მთიულური", "შეჯიბრი", "გამარჯვება", "ანანური", ქორეოგრაფიული კომპოზიცია "საკოლმეურნეო" და სხვა.